search close
picture

მე ვარ მალალა

12 ივნისი 2024
"ორი შესაძლებლობა მქონდა: ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის მომკლავდნენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე მოვმკვდარიყავი. მე მეორე ვარიანტი ამოვირჩიე – გადავწყვიტე, მელაპარაკა".
მალალა იუსაფზაი
14 წლის პაკისტანელმა გოგონამ ღიად გაილაშქრა თალიბების უმკაცრესი წესების წინააღმდეგ ქალთა განათლების უფლებების დასაცავად. მინგორაში, სკოლიდან შინისაკენ მიმავალ გზაზე მალალას შეიარაღებული თალიბი დაესხა თავს და რამდენჯერმე ესროლა. მძიმედ დაჭრილ გოგონას სოლიდარობა მთელმა მსოფლიომ გამოუცხადა. 
"მე ვარ მალალა" ავტობიოგრაფიაა, რომელშიც დიდი ყურადღება ეთმობა პაკისტანის ისტორიას, რიგითი პაკისტანელების ცხოვრებას თალიბანის მმართველობის დროს. დღეს მალალა ოჯახთან ერთად ინგლისში, ბირმინგემში ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც პაკისტანში ქალებს უსაფრთხოდ ცხოვრება შეეძლებათ. 
მალალა იუსაფზაი 2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.
სხვა წიგნები

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

მაია ენჯელოუ

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომან...

გათვლა

თამთა მელაშვილი

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნე...

მიდი, დააყენე დარაჯი

ჰარპერ ლი

დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  "ნუ მოკ...

ტერმინოლოგია