search close
  • ვაგინიზმი

    [ლათ. vagina – საშო] – საშვილოსნოს კუნთებისა და მენჯის ძირის კრუნჩხვითი შეკუმშვა, რაც ხელს უშლის სქესობრივ აქტს. სქესობრივი აქტის დროს გააჩნია დაცვითი რეფლექსის ხასიათი, რაც დაკავშირებულია რეალურად მოსალოდნელ ან წარმოდგენილ სქესობრივ აქტთან, საქალწულე აპკის დარღვევასთან დაკავშირებულ შიშის განცდასთან. ხშირად, ეს რეფლექსი უვითარდებათ ისეთ ქალებს, რომელთაც ახასიათებთ ძლიერი აღგზნებადობა (ნევრასთენია, ნევროზი, აკვიატებული იდეები) და გადატანილი აქვთ ფსიქიკური ტრავმა სექსუალური ძალადობის, პირველი სქესობრივი აქტის დროს მამაკაცის უხეშობის ან პირიქით, არასაკმარისი ენერგიულობისა და მომთხოვნელობის, პარტნიორისადმი ანტიპათიის და სხვ. შედეგად
  • ვამპირიზმი

    [ფრანგ. vampire ვამპირი. მითიური არსება, რომელიც სამარიდან დგება, რათა მძინარე ადამიანებს სისხლი გამოსწოვოს] – სექსუალური გარყვნილება, რომელიც წარმოადგენს სადიზმისა და ფეტიშიზმის შერწყმას. ფეტიშის ობიექტი ამ შემთხვევაში პარტნიორის სისხლია. ვამპირიზმად შეიძლება ჩაითვალოს სხვადასხვა ასაკის ქალის (ან მამაკაცის) არამოტივირებული მკვლელობა ქვენა მიზნებისა და გარყვნილი ქმედებების გარეშე. მსგავს შემთხვევებში, სისხლის დანახვა ჩაენაცვლება სქესობრივ აქტს. ვამპირიზმი მეტად იშვიათი მოვლენაა.
  • ვენერიული დაავადებები

    [ლათ. venus ვენერა, სიყვარულის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში] – ინფექციური დაავადებების ჯგუფი, რომლის გამომწვევებიც გადაეცემა სქესობრივი გზით. ვენერიულ დაავადებებს მიეკუთვნება – სიფილისი, გონორეა, შანკრი, ვენერიული გრანულემა.
  • ვენერა

    [ლათ. venus ვენერა] – ძველრომაულ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი (ბერძნულ მითოლოგიაში შეესაბამება აფროდიტა). სიყვარულის ქალღმერთის სახელს უკავშირდება დაავადებათა ჯგუფი, რომელიც სქესობრივი გზით გადადის.
  • ვიბრატორი

     [ლათ. vibro რხევა, ქანაობა] – მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სექსუალური სტიმულაციისათვის.
  • ვიქტიმოლოგია

     [ლათ. virilis მსხვერპლი + ბერძნ. logos სწავლება, მოძღვრება] – მეცნიერება დანაშაულის მსხვერპლის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებულის კომპლექსურ შესწავლას. შესწავლას ექვემდებარება დაზარალებული (მათ შორის სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი), კავშირი ¨დამნაშავე¨ – ¨მსხვერპლი¨, ვიქტიმურობა (გარკვეული ფიზიკური და სულიერი თვისებების გამო ზოგიერთ ადამიანს გააჩნია უნარი გარკვეულ სიტუაციებში ¨მოიზიდოს¨ მოძალადე და გახდეს ¨მსხვერპლი¨) და ვიქტილიზაცია (პიროვნების დანაშაულის მსხვერპლად ქცევის პროცესი).

  • ვიქტორიანიზმი

    (ტერმინი უკავშირდება ინგლისის დედოფლის ვიქტორიას (1819-1901), რომლის მმართველობის დროსაც სახელმწიფო და ეკლესია ხელს უწყობდა ადამიანის სექსუალური ცხოვრების ყოველგვარი გამოხატულებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას) – სექსუალური მორალის რეპრესიული მიმარულება, რომელიც ვლინდება სექსუალური ცხოვრების მიმართ პურიტანულ-ასკეტურ დამოკიდებულებაში. არათუ ხორციელი ვნება ითვლებოდა ავხორცობად, თვით ფიქრიც კი სექსუალური ურთიერთობების დროს სიამოვნების მიღებაზე შეუფერებელი იყო მორწმუნე ქრისტიანისათვის. განსაკუთრებით მძიმე იყო ის აკრძალვები, რომლებიც ქალებს შეეხებოდა. ითვლებოდა. რომ ქალი, რომელიც ფერტილურ ასაკს მიაღწევდა, უნდა გათხოვილიყო მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გაეჩინა და აღეზარდა ბავშვები. ყოველგვარი სექსუალური აქტივობა ქალის მხრიდან, ისევე როგორც სიამოვნების გამოხატვა სექსუალური აქტის დროს სამარცხვინოდ ითვლებოდა. იმავდროულად, ვიქტორიანიზმის მომხრეები არც თუ ისე მკაცრად აფასებდნენ მამაკაცთა სექსუალობის გამოვლინებას და თვალს ხუჭავდნენ მათ ¨სიცელქეზე¨. პრინციპში, ეს ნიშნავდა ორმაგი მორალური სტანდარტის არსებობას.

    მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის სამედიცინო ლიტერატურაში საკმაოდ გავრცელებული იყო ასეთი წარმოდგენა – ¨წესიერი ქალი¨ საერთოდ მოკლებულია სექსუალურ მგრძნობელობასა და სურვილებს. ამგვარმა წარმოდგენებმა ხელი შეუწყო ქალებში ფრიგიდულობის, ხოლო მამაკაცებში ფსიქოგენური იმპოტენციის გავრცელებას.

  • ვირგოგამია

    [ლათ. virgo ქალწული + gamos ქორწინება] იხ.ქალწულებრივი ქორწინება.
  • ვირილიზმი

    [ლათ. virilis მამაკაცური] – ქალებში მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები. ვირილიზმის დროს აღინიშნება ხმის დაბოხება, ჭარბთმიანობა (როგორც სახეზე, ისე ტანზე), მენსტრუაციის უქონლობა ან დაწყებისთანავე შეწყვეტა, ქალის მუსკულატურისა და ჩონჩხის მსგავსება მამაკაცისასთან. გამოწვეულია ორგანიზმში ანდროგენების სიჭარბით. ხშირ შემთხვევაში ჩნდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებების დროს.