search close
picture

მიდი, დააყენე დარაჯი

4 ოქტომბერი 2024
დოქტორი ფინჩის ეს სიტყვები რომანში ასახულ პრობლემატიკას განსაზღვრავს. ლეგენდარული  "ნუ მოკლავ ჯაფარას" მთავარი გმირი, ნიუ-იორკში განათლებამიღებული ჯინ ლუიზი დროებით უბრუნდება თავის მშობლიურ მეიკომს, ტიპურ სამხრეთულ ქალაქს, სადაც უმწვავეს პრობლემას აწყდება. ეს არის კონფლიქტი პიროვნების სინდისსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზროვნებას შორის; ეს არის კერპების მსხვრევის ხარჯზე საკუთარი „მეს“ აღმოჩენის მტკივნეული ხანა. ახალგაზრდა ქალი დილემის წინაშე დგება – შეეგუოს რასობრივი დისკრიმინაციით გაჯერებულ რეალობას, რომლის ნაწილიც მისი სათაყვანებელი მამა და ახლობლებიც აღმოჩნდნენ, თუ წინ აღუდგეს მას. 
ახალბედა მწერლის მგზნებარებით გამორჩეული ეს რომანი, 50 წლის განმავლობაში დაკარგული და 2015 წელს აღმოჩენილი, უფრო ადრე დაიწერა, ვიდრე "ნუ მოკლავ ჯაფარას", თუმცა მოქმედება 20 წლის შემდეგ ვითარდება. 
ჰარპერ ლი ჩვეული იუმორითა და ირონიით გვიხატავს ამერიკის სამხრეთში  გაღვივებულ რასობრივ პრობლემას და მასთან ბრძოლის წყურვილით აღტყინებული ახალგაზრდა ქალის განცდებს. 
სხვა წიგნები

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

მაია ენჯელოუ

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომან...

გათვლა

თამთა მელაშვილი

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნე...

მელა მაშინ უკვე მონადირე იყო

ჰერტა მიულერი

"მელა მაშინ უკვე მონადირე იყო"რა ემართება ადამიანურ სამყაროს, როცა ის ტირანიის მსხვერპლი ხდება?...

ტერმინოლოგია