search close
პროექტები
გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის
გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის 24 აგვისტო 2023 - 24 დეკემბერი 2026

პროექტის მიზანია:

ხელი შეუწყოს ლგბტიქ+ საკითხების გავრცელებასა და ინტეგრირებას შესაბამის საკანონმდებლო დონეზე, პოლიტიკის დოკუმენტებში, პროგრამებში, სერვისებში, შესაძლებლობების განვითარების ინტერვენციებსა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.

პროექტის აქტივობებია:

  • ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის/ოჯაში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლების/გადარჩენილების და ლგბტიქ+ თემის მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თაობაზე ტრენინგების უზრუნველყოფა საჯარო სექტორისთვის, მათ შორის: ზრუნვის სააგენტოსთვის (სოც მუშაკები, ფსიქოლოგები და სხვა შესაბამისი პერსონალი), პოლიციისთვის, პროკურორებისთვის, მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის;
  • ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვა, გააძლიეროს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან/ოჯაში ძალადობასთან დაკავშირებული სპეციალიზებული სერვისები და გენდერულად მგრძნობიარე და ეთიკური ანგარიშგება გენდერული თანასწორობისა და ლგბტიქ+ საკითხების შესახებ;
  • ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან/ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სტრატეგიული სამართალწარმოება და ლობირება;
  • ეროვნული კვლევის წარმოება ლგბტიქ+ თემთა შესახებ საზოგადოებრივი განწყობების, ცოდნისა და ინფორმირებულობის შესახებ 2026 წლისთვის;

ინტერსექციური ფემინისტური დისკუსიების ხელშეწყობა ქვიარ მოძრაობებსა და აკადემიას შორის
ინტერსექციური ფემინისტური დისკუსიების ხელშეწყობა ქვიარ მოძრაობებსა და აკადემიას შორის 1 აპრილი 2023 - 30 ნოემბერი 2023

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია წინ წამოსწიოს წინააღმდეგობ(ებ)ის და ჩაგვრ(ებ)ის მრავალი სახე, რომელიც ინტერსექციურობის ანალიტიკურ ჩარჩოში ერთიანდება, და გააღვივოს ამ თემაზე დიალოგი ლგბტ+ აქტივისტებს, აკადემიას, დამოუკიდებელ ფემინისტ მკვლევარებსა და ორგანიზაციებს შორის.

პროექტის აქტივობები:

ფემინისტური ფორუმის - ფემინისტური პერსპექტივები წინააღმეგობასა და ინტერსექციურობაზე - ორგანიზება.

- ფორუმის სამუშაო ჯგუფის შეკრება, კონცეფციის და დღის წესრიგის შემუშავება.

- ფორუმის მონაწილეების მოწვევა, ლოჯისტიკური დაგეგმვა და ჩატარება 2023 წლის ოქტომბერში.

საქართველოში ქვიარ თემის იურიდიული დახმარებისა და მხარდაჭერის გაუმჯობესებული სისტემა და ტრანს უფლებებისა და სერვისების პოლიტიკის ჩამოყალიბება
საქართველოში ქვიარ თემის იურიდიული დახმარებისა და მხარდაჭერის გაუმჯობესებული სისტემა და ტრანს უფლებებისა და სერვისების პოლიტიკის ჩამოყალიბება 1 იანვარი 2022 - 31 დეკემბერი 2023

პროექტის მიზანი:

პროექტის ისწრაფვის, რომ შექმნას გარემო, სადაც ლგბტ+ ადამიანებს შეეძლებათ დაცულად და თავისუფლად იცხოვრონ. კონრეტულად, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ტრანს ადამიანებისთვის დაცული და ავთენტური ლეგალური და ჯანდაცვითი ჩარჩოს შემუშავებას. ამისთვის WISGი თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან. მათთან ერთად, WISG-ი ადვოკატირებს, რომ გარდაიქმნას გენდერის აღიარების ლეგალური პროცესი და,  ამასთანავე, წარმოიშვას ტრანს-სპეციფიკური ჯანდაცვისთვის აუცილებელი ქმედუნარიანობა, ინფრასტრუქტურა და რესურსები.

პროექტის აქტივობები:

- სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და გამოხტვის გამო დისკრიმინაციის გარშემო სტრატეგიული სამართალწარმოება;

- ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და მხარდაჭერა; ამ დოკუმენტებში ლბტ საკითხების შეტანის ლობირება;

- სამედიცინო და ეთიკური პრინციპების გათვალისწინებით, ტრანსსპეციფიკური ზრუნვისთვის ეროვნული კლინიკური პრაქტიკული გაიდლაინების და კლინიკური მენეჯმენტის სახელმწიფო სტანდარტის შემუშავების მხარდაჭერა;

- იურიდიული სერვისების უზრუნველყოფა ლბტ ადამიანებისთვის თბილისსა და მის შემოგარენში;

- სათემო შეხვედრები ჯანდაცვის, სამართლებრივი, და ადამიანის უფლებების საკითხების შესახებ;

- ტრანსსპეციფიკური ინფორმაციული რესურსების შეგროვება და გამოქვეყნება.

RFSL 2022-24
RFSL 2022-24 1 ოქტომბერი 2022 - 30 ნოემბერი 2024

მიმდინარე პროექტი უზრუნველყოფს WISG-ის მულტიდისციპლინური გუნდის სერვისების (MDG) განვითარებას და დივერსიფიკაციას, რომლის შეფასებასა და ანალიზს WISG-ი გაუზიარებს ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს.

ამასთან, პროექტი მიზნად ისახავს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას ორგანიზაციის სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით, მისი პოზიტიური ხილვადობისა და საზოგადოების ცოდნის გაუმჯობესებით ფემინისტურ და SOGIE საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს დიალოგს LGBTQI+ აქტივისტებს, ფემინისტ მკვლევარებსა და სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.


პროექტის აქტივობები:

  • წლიური დაგეგმვა; 
  • საერთაშორისო ფემინისტური ფორუმის ორგანიზება ფემინისტური გამოცდილებების გაზიარების ხელშესაწყობად;
  • WISG-ის ფემინისტური მედიათეკის გამდიდრება და ანიმაციის შექმნა;
  • მულტიდისციპლინური გუნდის გაძლიერება.

ლბტი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებისა და ინოვაციური მიდგომების მეშვეობით
ლბტი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევებისა და ინოვაციური მიდგომების მეშვეობით 1 იანვარი 2021 - 31 დეკემბერი 2023

პროექტის მიზანი:

პროექტი ფარავს WISG-ის მუშაობის მნიშვნელოვან ასპექტებს და ხელს უწყობს ლგბტ თემისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ცოდნის შექმნას კვლევების, სექსუალობისა და ზრუნვის შესახებ სტატიების თარგმნის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებისთვის საგანმანათლებლო და პრაქტიკული რესურსების თარგმნისა და ლბტ თემის წევრებისთვის გენდერულად მგრძნობიარე სერვისების მიწოდებით.

ამ პროექტის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია WISG-ის პერსონალის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მედეგობაზე ზრუნვა ფსიქოლოგის კონსულტაციებისა და სტრესის მართვაზე ორიენტირებული სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.

სასურველი მიზნის მისაღწევად „ლბ ქალები და ტრანსი და ინტერსექსი პირები ინტეგრირებულნი არიან საზოგადოებაში და სარგებლობენ განვითარების თანაბარი შესაძლებლობებით“, WISG-მა ჩამოაყალიბა სამი მიზანი, რომელთა მიღწევასაც ცდილობს პროექტის მეშვეობით: 1. სექსიზმი, ჰომო/ბი/ტრანსფობია აღიარებულია პრობლემად სოციალურ, კულტურულ და ინსტიტუციურ დონეზე; 2. ლგბტი მეგობრული და გენდერულად მგრძნობიარე სერვისები ხელმისაწვდომია თემის წევრებისთვის 3. WISG უზრუნველყოფს პერსონალის ფსიქოლოგიურ და ფინანსურ მდგრადობას

პროექტის აქტივობები:

• ქვიარ ურბანული ტრავმის შესახებ კვლევის ჩატარება;

კვლევის „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები და ლგბტქი თემი: პროფესიული მიდგომები და ქვიარების გამოცდილება“ ჩატარება;

• სტატიების თარგმნა სექსუალობისა და ზრუნვის შესახებ;

• საგანმანათლებლო და პრაქტიკული რესურსების თარგმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალებისთვის;

ლბტი თემის წევრებისთვის საჭირო სერვისების მიწოდება;

• ბენეფიციარებისთვის ჯგუფური თერაპიის შეთავაზება;

• WISG-ის თანამშრომლებისთვის ფსიქოლოგის კონსულტაციების უზრუნველყოფა;

• WISG-ების პერსონალისთვის სტრესის მართვის სესიების ჩატარება;


 

ინტერსექციური ქვიარ და ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება საქართველოში
ინტერსექციური ქვიარ და ფემინისტური მოძრაობის გაძლიერება საქართველოში 1 იანვარი 2022 - 31 დეკემბერი 2023

პროექტის მიზანი:

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ქვიარ ფემინისტური მოძრაობის ხელშემწყობი უფლებრივი და ინსტიტუციური გარემოს განვითარება კოორდინირებული ინტერსექციური თანამშრომლობის გზით. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ვცდილობთ:

- წავახალისოთ დისკუსიები სოგი და ფემინიზმის საკითხებსა და აქტივისტების ინტერსექციური თანამშრომლობის სტრატეგიებზე;

- გავაძლიეროთ კოორდინაცია ლგბტქი სათემო სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის.

- წავახალისოთ და გავაზიაროთ ზრუნვაზე ორიენტირებული ფემინისტური მართვის მიდგომა და ტრანსფორმაციული ლიდერობის პრინციპები;

- ხელი შევუწყოთ ტრანსადამიანების დისკრიმინაციისაგან თავისუფალი გარემოს და პრაქტიკის დანერგვას ეროვნულ დონეზე. გავაძლიეროთ შესაბამისი ადვოკატირებისა და ლობირების სტრატეგია, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ამ მიზნების მისაღწევად, მოცემული პროექტი ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის (SOGIE) და ფემინისტურ საკითხებით დაინტერესებულ, სხვადასხვა სფეროში მომუშავე შერჩეული რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას. ასევე, ახალი მოკლე ვიდეო-პროდუქტების შექმნას  WISG-ის ფემინისტური მედიათეკის პლატფორმისთვის, რომელიც ამ ცოდნის გასავრცელებლად და საზოგადოებაში დამოკიდებულებების დადებითად შეცვლისკენაა მიმართული.

ამას გარდა, ამ პროექტის ფარგლებში, WISG გააგრძელებს ორგანიზაციაში ფემინისტური ორგანიზაციული მართვის და ტრანსფორმაციული ლიდერობის ინოვაციური მიდგომების დანერგვას. პროექტის განხორციელებისას, WISG დახვეწს CCOP (კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვა)  კონცეფციის მოდელს და შეიმუშავებს მისი ეფექტური იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმს.

და ბოლოს, ტრანსადამიანების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამართლებრივი, ჯანდაცვითი და სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, აქტიურად გააგრძელებს ამ ჯგუფის სასარგებლოდ ადვოკატირებას და ლობირებას, როგორც საკანონმდებლო და უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე აღმასრულებელ სტრუქტურებთან და მათ მარეგულირებელ ერთეულებთან.

 

პროექტის აქტივობები:

·         გასვლითი ტრენინგები რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის;

·         ვიდეო და მულტიმედია პროდუქტების მომზადება WISG-ის ფემინისტური მედიათეკის პლატფორმისთვის;

·         ლგბტქი სათემო ორგანიზაციების შეხვედრების ინიცირება;

·         ლგბტქი სათემო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული სერვისების გზამკვლევი ბროშურის მომზადება;

·         CCOP მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და CCOP მიდგომის წარმატების შიდა შეფასება;

·         სამუშაო ჯგუფისა და პირისპირ შეხვედრები იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებსა და სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურებთან

 

ლბტი თემის გაძლიერება საქართველოში
ლბტი თემის გაძლიერება საქართველოში 1 იანვარი 2023 - 31 დეკემბერი 2023

პროექტის მიზანი:

პროექტი ფარავს WISG-ის მუშაობის სამ ძირითად მიმართულებას: მუშაობა თემთან, ორგანიზაციის ხილვადობა და ორგანიზაციული განვითარება.

პროექტის საერთო მიზნის „ლბტი თემი ცხოვრობს მეგობრულ გარემოში და სრულად სარგებლობს უფლებებითა და თავისუფლებით“ მისაღწევად WISG-მა დაისახა ოთხი მყისიერი მიზანი: 1. დაარსებული ფუნქციური სათემო ცენტრი იზიდავს ლბტი თემის ახალ წევრებს და უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას 2. ჩამოყალიბდა სოლიდარობის პლატფორმა ლბტი საზოგადოების წევრებსა და ფემინისტური მოძრაობის მოკავშირეებს შორის 3. გაიზარდა ლბტი პირებისა და საკითხების პოზიტიური ხილვადობა და 4. ორგანიზაციას გააჩნია ეფექტური შიდა სისტემები და რუტინები

 

პროექტის აქტივობები:

·  თვითორგანიზებადი სათემო შეხვედრების მხარდაჭერა თბილისში;

·  უნარების ტრენინგები ლბტი თემის წევრებისთვის;

·  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ შეხვედრების ორგანიზება ექიმებისა და ექსპერტების ჩართულობით ლბტი თემის წევრებისთვის;

·  აქტივისტების/თემის წევრებისთვის თვითგაძლიერების ტრენინგების ჩატარება;

·  წლის მანძილზე სხვადასხვა კამპანიების წარმოება (8 მარტის კამპანია; ლესბოსელების ხილვადობის დღე; ტრანს ხსოვნის დღე, 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და ა.შ.);

·  ფემინისტური ფორუმის ორგანიზება;

·  WISG ხილვადობის მასალების მომზადება;

·  ანიმაციური ფილმების მომზადება;

·  სხვადასხვა სტრატეგიული დოკუმენტებისა და ორგანიზაციული რუტინების შემუშავება;

 

საქართველოში ლგბტ(ქ)ი თემის დადებითი ხილვადობისა და  ქვიარ საკითხებზე ეფექტური კომუნიკაციის მხარდაჭერა
საქართველოში ლგბტ(ქ)ი თემის დადებითი ხილვადობისა და ქვიარ საკითხებზე ეფექტური კომუნიკაციის მხარდაჭერა 1 ივლისი 2022 - 31 დეკემბერი 2024

პროექტის მიზანი:

მიმდინარე პროექტის ძირითადი მიზანია, წვლილი შეიტანოს ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში  ლგბტ(ქ)ი და „სოგიე“-ის (SOGIE) საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, პროექტის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დგას: ა) ყოვლისმომცველი კომუნიკაციისა და საკომუნიკაციო ქსელის სტრატეგიის განვითარება. ასევე, მისი სრული მორგება ახალ ეროვნულ და რეგიონულ გამოწვევბზე; ბ) ყველაზე გამოყენებად და პოპულარულ ქართულ სოც-მედია პლათფორმებზე „სოგიე“-ისა (SOGIE) და ფემინისტური საკითხების დადებითი ხილვადობის  ხელშეწყობა; გ) სამიზნე აუდიტორიაში „სოგიე“-ის (SOGIE) საკითხებზე ხილვადობის გაზრდა; დ) ორგანიზაციის სამომავლო ხანგრძლივი ინსტიტუციური და სოციალური მდგრადობის ხელშეწყობა.

 

პროექტის აქტივობები:

  •          3 წლიანი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
  •          3 წლიანი კომუნიკაციის სამოქმედო გეგმის განვითარება;
  •          კომუნიკაციის გეგმის შესაბამისად გაწერილი აქტივობების განხორციელება;
  •          არსებულ და პოტენციურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე, სხვადასხვა ექსპერტებთან საკომუნიკაციო შეხვედრების მოწყობა;
  •          ორგანიზაციული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება/განვითარება;
  •          WISG-ის ყველა საკომუნიკაციო არხის სტაბილურობისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

 

გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში
გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში 6 ივლისი 2022 - 9 მაისი 2023

განმახორციელებელი: წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT), „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG), „კავშირი საფარი“, „ქალთა ფონდი საქართველოში“ (WFG) და „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ (SDWM)


პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრას საქართველოში. კერძოდ, პროექტის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დგას: მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოსა  და/ან  მისი აღსრულების გაუმჯობესება რეგიონულ/ლოკალურ დონეზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მჭიდრო თანამშრომლობის გზით; ოჯახური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივად მორგებული გამოსავლის გამონახვით,  და მოწყვლად სიტუაციებში მყოფი, ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის ქვეშ მყოფი პირების პირდაპირი მხარდაჭერა მათ ძირითადი საჭიროებების შესაბამისად, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სამართლებრივი და სოციალური მიმართულებით.


პროექტის საქმიანობა:

·  ოჯახში ძალადობის, სექსუალური დანაშაულის და ა.შ. საკითხებზე სტრატეგიული სამართალწარმოება;

·  გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თაობაზე ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ პოლიტიკაში ლბტ ქალებისა და სექსმუშაკების საკითხების ინტეგრირება;

· ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგი და მხარდაჭერა, ადგილობრივ დონეზე ლბტ ქალთა საკითხების პროგრამირების დაგეგმვასა და განხორციელებაში ინტეგრირების მიზნით;

· ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის შესახებ თავის შემუშავებაში მხარდაჭერა;

· მეთოდოლოგიის შემუშავება რეპროდუქციული უფლებების თვალსაზრისით სექს მუშაკთა საჭიროებების შესაფასებლად;

· საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ტრანსსპეციფიური ზრუნვისთვის ეროვნული კლინიკური პრაქტიკული გაიდლაინების და კლინიკური მენეჯმენტის სახელმწიფო სტანდარტის, რომელიც სამედიცინო და ეთიკურ პრინციპებს ასახავს, შემუშავების მხარდაჭერა;

· გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის, გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ქალთა სექსუალური უფლებებისა და ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა;

· იურიდიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების უზრუნველყოფა გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, მათ შორის, ლბტ ქალების და სექსმუშაკებისათვის იმერეთის რეგიონში, თბილისსა და მის შემოგარენში.