თემუკა ზოიძე სამუშაო გამოცდილებით ჟურნალისტი, მწერალი და რედაქტორია.
IV-ე ფემინისტურ ფორუმზე მისი მოხსენება სოციალური მედიის "კონტენტს" და მის ანალიზს ეხებოდა, კონკრეტულად კი, პალესტინის გენოციდის მაგალითზე, მას მსმენელი გადაყავს ციფრულ ველში და აჩვენებს, როგორ გახდა სოციალური მედია გენოციდის ამსახველი რეალური კადრების ძირითადი გავრცელების არხი. ის განიხილავს ბისან ოვდასა და სხვა აქტივისტების როლს, ამავდროულად სვამს კითხვებს — ხომ არ გაუბრალოვდა ტანჯვა ვიზუალური სიჭარბის გამო და რამდენად „ობიექტურია“ ცენზურასა და ალგორითმულ კონტროლზე დამოკიდებული ციფრული გარემო.