ფემინისტური ფორუმი IV - "ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვა"
"ეპოქაში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლების ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენი ციფრული პლატფორმებია, არადემოკრატიული ძალები დომინირების და კონტროლის დასამყარებლად ხშირად მასკულინურ რეპრეზენტაციებს მიმართავენ."
ნინი გვილია ციფრული კამპანიების, პოლიტიკური კომუნიკაციისა და დეზინფორმაციული ტენდენციების მკვლევარია. წლევანდელ (IV-ე) ფემინისტურ ფორუმზე "ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვა" სოციალურ ქსელებში ჰიბრიდული და ავტორიტარული რეჟიმების მიერ გამოყენებულ მასკულინურ ენასა და სიმბოლოებზე ისაუბრა.
მის მოხსენებაში კომუნიკაციის სტრატეგიების მაგალითების საფუძველზე, გამოიყოფა გავრცელებული მექანიზმები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები თუ პოლიტიკური ლიდერები ძალის დემონსტრირებისთვის და პატრიარქალური იდეების გასავრცელებლად იყენებენ.