17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
წლების მანძილზე მეინსტრიმ დღის წესრიგის მაწარმოებელი ჯგუფების მიერ ამ დღის ყოველმხრივი ინსტრუმენტალიზების და ლგბტი თემის პოლიტიკურად, სოციო-ეკონომიკურად, თუ კულტურულად ერთგვაროვან ჯგუფად წარმოჩენის პირობებში, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი თანამოაზრე აქტივისტებთან ერთად ქმნის კრიტიკას და სივრცეს ალტერნატიული დისკუსიისთვის.
ამჯერად, ბოლო წლის გამოცდილებებზე რეფლექსიით, გთავაზობთ ჩვენს პოზიციებს ლგბტი აქტივიზმის გამოწვევებზე, აცდენილ პარტიულ დღის წესრიგსა და სოლიდარობის კოოპტაციაზე.
ალა პარუნოვა [თანასწორობის მოძრაობა]
ქვიარ აქტივიზმის გამოწვევები საქართველოში:
“ქვიარ მოძრაობა არის მემარცხენე მოძრაობა, და სამომავლოდ, ახლაც და სამომავლოდაც, იქნება მემარცხენე მოძრაობა და გაატარებს მემარცხენე პოლიტიკას. ქვიარ ადამიანები, ამავე დროს, ვისაუბრებთ როგორც ქვიარები. ჩვენ ვილაპარაკებთ ჩვენს უფლებებზე, ჩვენ ვილაპარაკებთ ჩვენს საყვარელ ადამიანებზე და ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა გვიჭირს ჩვენს ყოველდღიურობაში.”
ბექა გაბადაძე [თემიდა]
აცდენილი პარტიული დღის წესრიგი:
“დღემდე ვერ ხერხდება ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების სწავლება კონსერვატორული განწყობების გამო და, ბუნებრივია, ეს საზოგადოებაში წარმოშობს ძალიან ბევრ ტაბუსა და საზოგადოებას უფრო მოწყვლადს ხდის ბევრი საკითხის მიმართ.”
ნატალია მჭედლიშვილი [WISG]
სოლიდარობის კოოპტაცია | პოლიტიკური მანიპულირება:
“...ამ [მეინსტრიმ] დღის წესრიგში მონაწილეობაზე უარი, არის ძალიან ლეგიტიმური და წინააღმდეგობრივი აქტი, რამდენადაც ის ამხელს კოოპტაციის პრაქტიკას, რომ ვიღაცეები, ძალაუფლებაში მყოფი აქტორები, მუდმივად სოლიდარობის და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების მითვისებას ახდენენ; ჩვენი სიტყვებით ლაპარაკობენ და ვითომ საჩვენო პოლიტიკებს გვთავაზობენ.”
-------------------