search close
picture გზამკვლევი

სახელმძღვანელო პრინციპები გენდერის, სექსუალობისა და ურთიერთობების მრავალფეროვნების საკითხებზე მომუშავე ფსიქოლოგებისთვის

2 ნოემბერი 2021

წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები განკუთვნილია ფსიქიკურ დისტრესზე მომუშავე პრაქტიკოსი ფსიქოლოგებისთვის, თუმცა აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფსიქოლოგიის მონათესავე სფეროებში. მართლაც, პრინციპები, რომელზეც აღნიშნული სახელმძღვანელო იქნა დაფუძნებული, აღებულია როგორც ლიტერატურიდან, აგრეთვე შეჯერებულია დარგის ექსპერტთა საუკეთესო პრაქტიკის საფუძველზე და მათი გამოყენება შესაძლებელია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონსულტირება, ფსიქოთერაპია, ფსიქიატრია, მედიცინა, სამედიცინო მზრუნველობა/მოვლა და სოციალური სამუშაო.

სახელმძღვანელო პრინციპების წინამდებარე, მეორე გამოცემაში ჩვენ არ გამოგვიყენებია ტერმინი „უმცირესობა“. გსუმ ადამიანები (GSRD people; გენდერულად, სექსუალურად და ურთიერთობების მრავალფეროვანი პრაქტიკის მქონე ადამიანები) შესაძლოა რაოდენობრივად არ წარმოადგენდნენ უმცირესობას, მაგრამ განიცდიდნენ იდენტობასთან ან პრაქტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს და საჭიროებდნენ ფსიქოლოგის დახმარებას. ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ამგვარი დახმარება მიზანშეწონილი იქნებოდა, გსუმ იდენტობის ან პრაქტიკის საფუძველზე მარგინალიზაციაა. ასეთ მარგინალიზაციას შეუძლია გამოიწვიოს დისტრესი, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს. გსუმ - ის მიმართ სოციალური დამოკიდებულებებიi და თერაპიული მიდგომები დროთა განმავლობაში ფართოდ გავრცელდა და წამყვან მიმართულებად იქცა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ როგორ გავლენას შეიძლება ახდენდეს ჩაგვრისა და სტიგმატიზაციის ისტორია როგორც კლიენტზე, ისე ფსიქოლოგზე. ფსიქოლოგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უპასუხონ გსუმ ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებს, რადგან მონაცემები მოწმობენ, რომ გსუმ ადამიანებისთვის ფსიქოლოგიური მკურნალობა არასახარბიელო შედეგებამდე შეიძლება მივიდეს.

წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები შეეხება გენდერულ, სექსუალურ და ურთიერთობების მრავალფეროვანი პრაქტიკის მქონე (GSRD) ზრდასრულებსა და ახალგაზრდა ადამიანებს (18 წელი და ზემოთ). ესენი არიან ადამიანები - მათ შორის ფსიქოლოგებიც - ვინც თავს არ აიდენტიფიცირებს ჰეტეროსექსუალ, მონოგამ ან სისგენდერ ადამიანად (სისგენდერი ადამიანი - ადამიანი, რომელსაც დაბადებისას მინიჭებული სქესი სირთულეს არ უქმნის და ინარჩუნებს მას). მათ შორის არიან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები. თუმცა, მათ რიცხვს განეკუთვნებიან ისეთი ადამიანებიც, ვინც: თავს აიდენტიფიცირებს ასექსუალად (არ განიცდის ან იშვიათად განიცდის სექსუალურ მიზიდულობას); მონაწილეობს BDSM პრაქტიკებში (დაბმა და დისციპლინა, დომინაცია და სუბმისია, სადომაზოხიზმი); არის აგენდერი (არ აქვს გენდერი); წარმოადგენს არაბინარულ გენდერს (მისი გენდერული იდენტიფიკაცია ქალის და კაცის კატეგორიებს მიღმაა); არის პანსექსუალი (მისი ლტოლვა დამოკიდებული არ არის გენდერზე); და სხვა მრავალი ჯგუფი. აქვე, უნდა ითქვას, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები არ შეეხება არაფერს, რაც ორმხრივ თანხმობაზე დაფუძნებული არ არის. აქ განხილული იდენტობები და პრაქტიკები თავისი არსით პათოლოგიური არ არის და ადამიანებსა და ადამიანთა შორის არსებული მრავალფეროვნების ნაწილია.

ქვემოთ განხილული მრავალი პრინციპი და მითითება თანაბრად მიესადაგება როგორც ჰეტეროსექსუალ, მონოგამ და სისგენდერ ადამიანებს, აგრეთვე იმ ადამიანებსაც, რომელბსაც მრავალფეროვანი სექსუალობა, გენდერი და ურთიერთობები აქვთ. შესაბამისად, წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპების წაკითხვა შესაძლებელია გონებაში მისი ფართო გამოყენების დაშვებით. ანალოგიურად, კონკრეტული მაგალითების მოყვანისას, ან როდესაც რეკომენდაციები ფართო გსუმ ტერმინის ქვეშ ნაგულისხმევ კონკრეტულ ჯგუფზე ფოკუსირდება, სახელმძღვანელო პრინციპებისა და მითითებების უმეტესობის განზოგადება აგრეთვე შესაძლებელია ყველა გსუმ ადამიანზე. გარდა ამისა, ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ მრავალი ინტერსექციური იდენტობა, რომელთაგან ზოგიერთი უფრო გავრცელებულია, ვიდრე სხვა. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა იყოს სისგენდერი და ლესბოსელი, ამგვარად წინადებარე სახელმძღვანელო პრინციპები ასეთ შემთხვევებშიც გამოიყენება. რაკი წინამდებარე სახელმძღვანელო პრინციპები თავისთავად თერაპიულ საქმიანობაზე ფოკუსირდება, უნდა აღინიშნოს, რომ გსუმ ადამიანები ხშირად გამოირჩევიან ღირსშესანიშნავი სიმტკიცითა და გამძლეობით, და ისეთივე სრულფასოვანი და ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, როგორც ჰეტეროსექსუალი, სისგენდერი და მონოგამი ადამიანები. ამგვარად, აქცენტი უნდა გაკეთდეს კეთილდღეობაზე, ისევე, როგორც ნებისმიერ რელევანტურ სირთულეზე და არა დაშვებაზე, რომ საქმე აუცილებლად რაღაცის დანაკლისთან გვაქვს.

ქართულ ენაზე თარგმნა: მედეა რუსიშვილმა.
ბირტანეთის ფსიქოლოგთა საზოგადოება 2019.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) 2021.

წაიკითხეთ ან გადმოწერეთ ბმულიდან:

 ---------------------------------------------------------------------------------

iინგლისურენოვანი ტერმინი Attitude ხშირად აკადემიურ სახელმძღავნელეობში ქართულად თარგმნილი არაა და გამოიყენება პირდაპირ როგორც „ატიტუდი.“ ამ სახელმძღვანელოში აქ და შემდეგ აღნიშნული ცნება შეგხვდებათ ამ ფორმით -დამოკიდებულება (რედ. შენიშვნა)