search close
picture განცხადება

UPR-ის 51-ე სესია - რეკომენდაციები საქართველოსთვის

2 თებერვალი 2026

26 იანვარს ჩატარდა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა საქართველოს შესახებ, სადაც ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობა შეაფასეს. 

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „თანასწორობის მოძრაობასა“ და „თბილისი პრაიდთან“ ერთად, ILGA EUROPE-თან თანამშრომლობით, ჩართული იყო გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადებაში. 

ჩვენ გავაერთიანეთ და გამოვყავით საქართველოს მიმართ გაცემული ის რეკომენდაციები, რომლებიც უშუალოდ ლგბტქი+ და სოგი საკითხებს ეხებოდა. ჯამში 23 ასეთი რეკომენდაცია 21-მა ქვეყანამ გასცა. 

რეკომენდაციები დეტალურად, იხილეთ ჩვენი ვებგვერდის ინგლისურენოვან ვერსიაში.