26 იანვარს ჩატარდა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა საქართველოს შესახებ, სადაც ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვის მდგომარეობა შეაფასეს.
„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „თანასწორობის მოძრაობასა“ და „თბილისი პრაიდთან“ ერთად, ILGA EUROPE-თან თანამშრომლობით, ჩართული იყო გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადებაში.
ჩვენ გავაერთიანეთ და გამოვყავით საქართველოს მიმართ გაცემული ის რეკომენდაციები, რომლებიც უშუალოდ ლგბტქი+ და სოგი საკითხებს ეხებოდა. ჯამში 23 ასეთი რეკომენდაცია 21-მა ქვეყანამ გასცა.
რეკომენდაციები დეტალურად, იხილეთ ჩვენი ვებგვერდის ინგლისურენოვან ვერსიაში.