search close
picture განცხადება

წინადადებების მიღება კვლევითი პროექტისთვის

21 მაისი 2021

სამუშაოს აღწერა

კვლევა

საზოგადოებრივი დამოკიდებულებები ლგბტქი პირების მიმართ საქართველოში

კვლევითი პროექტი:

საზოგადოებრივი დამოკიდებულებები ლგბტქი პირების მიმართ საქართველოში

კვლევის საგანი:

საქართველოში ლგბტქი პირთა მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებების ანალიზი, რეკომენდაციებისა და სპეფიციკური გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება ქვეყანაში ჰომო/ბი/ტრანსფობიის დასაძლევად.

გამოკითხვის საგანი:

მონაცემების შეგროვება, საქართველოში ლგბტქი პირთა მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეფასება.

დამკვეთი ორგანიზაცია:

ააიპ „ქალთა ინიციტივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG)

აქტივობის პერიოდი:

14 ივნისი - 19 აგვისტო, 2021













შესავალი

აქტივობა წარმოადგენს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა (WISG) და გაეროს სამი სააგენტოს (UNDP, UNFPA და UN Women) თანამშრომლობას გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის (UNJP) ფარგლებში. გაეროს ერთობლივმა პროგრამამ გადაწყვიტა, ჩაატაროს ერთობლივი კვლევა ლგბტქი თემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესახებ და ასევე, ჩაატაროს მიზნობრივი ტრენინგები საკვანძო სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირებისთვის, რათა მოხდეს მათი მგრძნობელობის გაზრდა თემთან დაკავშირებული საკითხების მიმართ და ხელი შეეწყოს ლგბტქი პირების უკეთეს სოციო-ეკონომიკურ ინკლუზიას საქართველოში.

ზემოხსენებული აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG). აღნიშული აქტივობები შემდეგი მიზნების მიღწევას ემსახურება:

  • სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერება მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული ინდენტობის, გენდერის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის მიმართულებებით;

  • ცნობიერების ამაღლების აქტივობების ჩატარება ჰომო/ბი/ტრანსფობიის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის ხელის შეწყობისთვის და ლგბტქი თემისთვის არსებული სერვისების პოპულარიზაციისთვის;

საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულებები, ისევე, როგორც ლგბტქი პირთა მდგომარეობა განსხვავდება სხვადასხვა დემოგრაფიული მდგენელის მიხედვით (ასაკი, სქესი, განათლება, ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობა) და აღნიშულიდან გამომდინარე, არსებობს განსხვავებული მიდგომების საჭიროება ცნობიერების კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. იმისთვის, რომ მოხდეს მიზნობრიობის განსაზღვრის გუმჯობესება სამომავლო ადვოკაციის კამპანიებისთვის, ლგბტქი თემის და მათთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესახებ განახლებული მონაცემებია საჭირო. აღნიშნული მოგვცემს ცვლილებების გამოწვევის, მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობას, ასევე, მოგვცემს ცნობიერების ამაღლების აქტივობების მონიტორინგის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და სამომავლო ინიციატივების დაგეგმვის შესაძლებლობას.

წარმოქმნის რა შედარებითი ანალიზის შესაძლებლობას 2016[1] წელს გამოქვეყნებულ ფართო მასშტაბიან კვლევასთან ერთად, აღნიშული კვლევ იქნება საწყისი და ეფექტური მტკიცებულება, პირველ რიგში, პრობლემის აღიარებისთვის და კომპლექსური მიდგომის შემუშავებისთვის. კომპლექსური და მულტი-სისტემური მიდგომა მითითებულია ლგბტქი პირთა უფლებების სხვადასხვა მიმართულებაში.

კვლევის სპეციფიკური საგანი

არჩეული ორგანიზაცია პასუხისმგებელი იქნება, ჩაატაროს ეროვნული მასშტაბის, ეროვნული თვალსაზრისით წარმომადგენლობითი გამოკითხვა, რომელიც მოიცავს თბილისში, სხვა ურბანულ და სოფლად დასახლებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ჯგუფებს.

კვლევამ უნდა წარმოადგინოს ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოში ლგბტქი პირთა მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებების შესახებ, რომელზე დაფუძნებითაც, შესაძლებელი გახდება რეკომენდაციებისა და სპეციფიკური გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, ჰომო/ბი/ტრანსფობიის დასაძლევად. გამოკითხვის შედეგები უნდა იყოს საქართველოს სრულ პოპულაციასთან მიმართებაში წარმომადგენლობითი, მოიცავდეს, როგორც ქალაქად, ასევე, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას და ეთნიკურ უმცირესობებს.


გამოკითხვამ უნდა მოიცვას შემდეგი სფეროები:

  • საზოგადოების ცოდნის გაზომვა და დამოკიდებულებების კვლევა ლგბტქი ადამიანების და მათი უფლებების მიმართ;

  • სოციალური, კულტურული, ქცევითი და რელიგიური ფენომენის გავლენის გაზომვა ლგბტქი პირების და მათი უფლებების მიმართ ადამიანების წარმოდგენებზე.

კვლევის მეთოდოლოგია

გამოკითხვის ინტერვიუ: პირისპირ ინტერვიუები

გამოკითხვის ინსტრუმენტი: სტრუქუტურული კითხვარები (დაახლოებით 40 კითხვა)

სამიზნე ჯგუფი: საქართველოს მოსახლეობა (ასაკი: 18-65)

შერჩევის მოცულობა: სულ მცირე, 1600 რესპონდენტი (თბილისი - 400, სხვა ურბანული პოპულაცია - 400, სოფლად მცხოვრები პოპულაცია - 400, სომეხი და აზერბაიჯანელი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები - 400)

აქტივობის წარმატებით დასრულებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:

მიზანი                                                  

შედეგები                

სამუშაოს გეგმის შექმნა რესპონდენტების შერჩევის სტრატეგიისა და დეტალური დროითი გეგმის ჩათვლით

რესპონდენტთა შერჩევის სტრატეგია:

დეტალური დროითი გეგმა.

კითხვარის გამოცდა (დატესტვა)  (სულ მცირე, 10 რესპონდენტში) და გამოკითხვის ინსტრუმენტის გადახედვა, ასევე, მისი თარგმნა რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

დასრულებული და თარგმნილი გამოკითხვის ინსტრუმენტი.

ინტერვიუერების დატრენინგება, მათი შრომის ეფექტიანობისა და ეთიკის უზრუნვეყოფისთვის საველე სამუშაოების დროს

ტრენინგის ანგარიში

საველე სამუშაოების ჩატარება რესპონდენტთა შერჩევის შეთანხმებული სტრატეგიით და მონაცემთა შეგროვების აქტივობების ზედამხედველობა, რათა მოხდეს საველე სამუშაოების დროულად და შეთანხმებული სტანდარტებით ჩატარება 

საველე სამუშაოების ანგარიში

გამოკითხვის მონაცემების დამუშავება

გამოკითხვის ბაზა SPSS-ში

აღწერითი სტატისტიკური ანალიზი, სიხშირული განაწილებისა და კროსტაბულაციური ცხრილების მომზადება დასახლების ტიპის (+ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით), სქესის და ასაკობრივი ცვლადების შესაბამისად

ერთგანზომილებიანი სიხშირული განაწილებები და კროსტაბულაციები ექსელის ფაილის სახით.

 




















კვლევითმა ორგანიზაციამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები

  • კვლევითი ორგანიზაცია უნდა იყოს პროფესიონალური კვლევითი ცენტრი, რომელსაც აქვს სულ მცირე 5 წლის გამოცდილება შესაბამისი კვლევების მიმართულებით.

  • შერჩეულმა ორგანიზაციამ უნდა მოახდინოს რაოდენობრივი კვლევების ტექნიკების, კონკრეტულად, ეთნიკური უმცირესობების ჩათვლით, ეროვნული მასშტაბის გამოკითხვების მიმართუელებით არსებული გამოცდილების დემონსტრირება

  • ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს გამოცდილი ინტერვიურები, მათ შორის, ისინი, ვინც საუბრობს რუსულად, სომხურად და აზერბაუჯანულად;

  • ორგანნიზაციას უნდა ჰქონდეს მენეჯმენტისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის ჩამოყალიბებული სისტემა.

  • ლგბტქი საკითხების შესახებ ცოდნა და საქართველოში აღნიშნული თემის წევრების მდგომარეობის გაუმჯობესების ინტერესი.

შეფასების კრიტერიუმები

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს (WISG) უნდა წარუდგინონ:

  • დავალების მეთოდოლოგია (ტექნიკური ინსტრუმენტებისა და დროში განსაზღვრული გეგმის ჩათვლით).

  • ჩართული პირების კვალიფიკაცია და CV-ები;

  • ფინანსური შეთავახების წარმოდგენა დღგ-ს გარეშე, რომელიც მოიცავს აქტივობისთვის საჭირო ყველა თანხას, მათ შორის, ექსპერტების ანაზღაურებას, ლოჯისტიკასა და ტრანსპორტს, აკომოდაციის ხარჯებს, შესყიდვის და ა.შ. არავითარ სხვა ხარჯი, გარდა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფსა და კვლევით ორგანიზიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში მითითებული თანხისა არ იქნება ანაზღაურებული ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ.

  • დამადასტურებელი მოწმობა, რომ ორგანიზაციას აქტივობის შესრულების სამართლებრივი უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

კანდიდატის შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • აქტივობის შესაბამისი კვალიფიკაციის ქონა ჯგუფის წევრების მიერ;

  • წარმოდგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისობა მოთხოვნილ აქტივობასთან;

  • საუკეთესო ფინანსური შეთავაზება

სხვა

  • აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის მიღებით, კანდიდატი გამოთქვამს თანხმობას, რომ იმუშავებს WISG-ისა და გაეროს სააგენტოების მეთვალყურეობის ქვეშ, პროექტის მთავარ დონორს შესაძლებლობა ექნება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისგან ნებისმიერი სახის მონაცემი და ინფორმაცია

  • შეთანხმება წარმატებულ შემთავაზებელთან წარიმართება საქართველოს კანონმდებლობისა და იმ რეგულაციების შესაბამისად, რომლებიც მოცულია გაეროს სააგენტოებსა და WISG-ის შორის დადებულ შეთანხმებაში;

  • იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი წარმოდგენილი შეთავაზება არ დააკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტს, WISG-ი იტოვებს უფლებას, არ შეარჩიოს კანდიდატი ამ ტენდერის საშუალებით.

    მსურველებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად შემდეგ ელ. ფოსტაზე: elene.kaikhosroshvili@wisg.org, არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივნისის 19:00 საათი. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „საზოგადოებრივი დამოკიდებულებების კვლევა“.