search close
picture

დიდი გამოწვევები, ფემინისტური პასუხები (ივონ ბენშოპი)

28 ოქტომბერი 2022

Author: Yvonne Benschop

Title: Grand Challenges, Feminist Answers

DOI: 10.1177/26317877211020323 journals.sagepub.com/home/ott

Publisher: Organization Theory Volume 2: 1–19, 2021

Date of publication: First published online June 7, 2021

A link to the original article: https://journals.sagepub.com/doi/full/10.1177/26317877211020323

© The Author(s) 2021

SAGE 


დიდი გამოწვევები, ფემინისტური პასუხები

ივონ ბენშოპი

 

აბსტრაქტი

ფემინისტური ორგანიზაციული თეორიები ავითარებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებენ ორგანიზაციები და ორგანიზების პროცესები გენდერს და თავადაც როგორ ყალიბდებიან გენდერის გავლენით რასის, კლასის და სოციალური უთანასწორობის სხვა სახის ფორმებთან კვეთაში. ცოდნის პოლიტიკა მენეჯმენტისა და ორგანიზაციული კვლევების სფეროში მიდრეკილია ფემინისტური თეორიების ჩახშობისა და მათი მარგინალიზებისაკენ. ამგვარად, ეს დარგი უგულებელყოფს სიტუაციური ცოდნის წარმოების ინტერდისციპლინურ, რთულ კონცეპტუალიზაციასა და რეფლექსურ რეჟიმებს, რომელთაც ფემინისტური ნაშრომები გვაწვდიან. ფემინისტური ორგანიზაციული თეორიების წვლილის ხაზგასასმელად მე განვიხილავ ფემინისტურ პასუხებს იმ სამ მთავარ გამოწვევაზე, რომელთაც თანამედროვე ორგანიზაციები აწყდებიან: უთანასწორობა, ტექნოლოგია და კლიმატის ცვლილება. ეს პასუხები სისტემურად აკრიტიკებს დომინანტურ კაპიტალისტურ და პატრიარქალურ ორგანიზების ფორმებს, რომლებიც კომპლექსურ ინტერსექციურ უთანასწორობას უწყობენ ხელს. აღსანიშნავია, რომ ფემინისტური თეორია სცილდება უბრალოდ კრიტიკას, გვთავაზობს რა ალტერნატიულ ღირებულებათა სისტემებსა და არატრადიციულ მიდგომებს ორგანიზაციული ცვლილებებისადმი; ამასთან, ის უზრუნველყოფს შემეცნების რადიკალურად განსხვავებულ გზებს, რომლებიც აუცილებელია ამ დიდი პრობლემების მოსაგვარებლად. ნაშრომი ავითარებს სასურველ იდეალს იმ კონტურების მოხაზვით, რაც აჩვენებს თუ როგორ შეგვიძლია ვორგანიზდეთ ინტერსექციური თანასწორობისთვის, განვავითაროთ ემანსიპატორული ტექნოლოგიები და ადამიანურ და ბუნებრივ სამყაროზე ზრუნვის ფემინისტური ეთიკა ავამოქმედოთ.

საკვანძო სიტყვები

კლიმატის ცვლილება, ემანსიპაცია, ზრუნვის ფემინისტური ეთიკა, ფემინისტური ორგანიზაციული თეორიები, უთანასწორობა, ინტერსექციურობა, ტექნოლოგია

შესავალი

ფემინისტურ ორგანიზაციულ თეორიებს  მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს მენეჯმენტისა და ორგანიზაციული თეორიების უფრო ფართო სფეროში. გენდერული ნიშნით დაყოფილი ორგანიზაციების პირველი სისტემატური თეორიიდან სამი ათწლეულის შემდეგ (Acker, 1990, 1992) ორგანიზაციების შესახებ ფემინისტურ იდეათა ერთობლიობა  თუ აზროვნება პლურალისტურ და განვითარებულ ინტერდისციპლინურ სფეროდ ჩამოყალიბდა. ამას ხელი შეუწყო მეცნიერების, აქტივისტებისა და პრაქტიკოსების ტრანსდისციპლინურ საზოგადოებას შორის მიმდინარე უწყვეტმა დებატებმა. გენდერული თეორია ფემინისტური თეორიის ნაწილია, მაგრამ ყველა გენდერული თეორია ფემინისტური როდია იმ გაგებით, რომ ფემინისტური ორგანიზაციული თეორიები ყოველთვის მოიცავს ძალაუფლების დანაწილების კრიტიკას ორგანიზაციებში, საზოგადოებასა და ცოდნის წარმოებაში. ფემინისტური ორგანიზაციული თეორიები ეწინააღმდეგება მენეჯმენტისა და ორგანიზაციული თეორიების იმ  დომინანტურ ჩარჩოებს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ობიექტურობასა და ნეიტრალიტეტზე, ეკონომიკურ რაციონალურობასა და ბიზნესის ამოცანების შესრულებაზე. მათი დღის წესრიგი არ ჩერდება მენეჯმენტისა და ორგანიზაციული კვლევების შესახებ აღიარებული შეხედულებების კრიტიკულ ანალიზსა და დეკონსტრუქციაზე. ისინი დგამენ შემდეგ ნაბიჯს ალტერნატიული ღირებულებითი სისტემების განსავითარებლად, ხაზს უსვამენ რა იმას, რომ ორგანიზაციები უფრო ფართო სოციალური სისტემების ნაწილია და მათ  პასუხისმგებლობა ეკისრებათ სოციალურ სამართლიანობაზე, თანასწორობაზე, სოლიდარობასა და სხვებზე ზრუნვაზე. ისინი ორგანიზაციებსა და საზოგადოებებში  მატერიალური და სოციალური ცვლილებების ერთგულნი არიან ამ ღირებულებებთან თანხვედრაში. ამის გასაკეთებლად ფემინისტური ორგანიზაციული თეორიები გამოწვევას უგზავნის შემეცნებისა და ცოდნის წარმოების გზებს, ახდენს მათ პოლიტიზებას და ამ პროცესების ალტერნატივებს წარმოაჩენს. ამიტომ, ფემინისტური ორგანიზაციული თეორიები ყოველთვის პოლიტიკური და პერფორმატიულია (Calás & Smircich, 2006), რამდენადაც ისინი არა მხოლოდ ქმნიან სივრცეს თეორიული წვლილისთვის, არამედ ორგანიზაციების შეცვლის თაობაზეც იღებენ ვალდებულებას. მთავარი მიზანი ძალაუფლებრივი ურთიერთობებისთვის პრობლემების შექმნა, უკეთესი სამყაროს წარმოდგენა და მათ მისაღწევად მუშაობაა (Ferguson, 2017, გვ. 283).

ბოლო ნაშრომში ბელი, მერილეინენი, ტეილორი და ტიენარი (2020) განასხვავებენ ფემინისტური კვლევის სამ რეჟიმს, რომლებიც ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს: (1) როგორც კონცეპტუალური ჩარჩო კონკრეტული თემების განსახილველად; (2) როგორც კონკრეტული ფემინისტური ტიპის ორგანიზაციის ან ორგანიზების ემპირიული ფენომენი და (3) როგორც ცოდნის წარმოების მეთოდოლოგია. ფემინისტური კვლევის პირველი რეჟიმი ყველაზე გავრცელებულია და გამოირჩევა ფემინისტური პერსპექტივების მრავალფეროვნებით. ეს პერსპექტივები თანაბრად აწვდის ინფორმაციას მრავალფეროვან ორგანიზაციულ თეორიებს, რაც მრავალ დარგს მოიცავს, იქნება ეს, მაგალითად, მეწარმეობა (Calás, Smircich, & Bourne, 2009; Verduijn, Dey, Tedmanson, & Essers, 2014), ახალი ინსტიტუციური თეორია (Kenny,2013), ტექნოლოგია და ინოვაცია (Schiebinger & Schraudner, 2011), კომუნიკაცია (Ashcraft & Mumby, 2003; Buzzanell, 1994), კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (Grosser & Moon, 2019) თუ ძალაუფლება და წინააღმდეგობა (Thomas & Davies, 2005). მეორე რეჟიმი კონცენტრირდება აშკარად ფემინისტურ და/ან ქალთა ორგანიზაციებზე, რომლებიც ხშირად ფემინისტურ მოძრაობას უკავშირდება (Grosser & McCarthy, 2019; Vachhani & Pullen, 2019; Weatherall, 2020). ფემინიზმის ამჟამინდელი პოპულარობის ფონზე (Lewis, Benschop, & Simpson, 2017) ფემინისტური ორგანიზების პრინციპების (როგორიცაა კოლექტიურობა, სოლიდარობა, თანასწორობა, ზრუნვა და სოციალური სამართლიანობა) მიმართ გაჩენილი განახლებული ინტერესის მიუხედავად, კაპიტალისტური ბიზნესის ორგანიზების პრინციპებისთვის ეს იმდენად რადიკალურ გამოწვევად რჩება, რომ იგი უფრო ეგზოტიკურად მიიჩნევა, ვიდრე ბიზნესის მოდელების ისეთ ალტერნატივად, რომლის მიმართ ინტერესი ორივე მხარეს აქვს. ფემინისტური თეორიის მესამე რეჟიმი, რომელიც მხარს უჭერს ცოდნის წარმოების რეფლექსურ, ეთიკურ და პოლიტიკურ განზომილებებს, მართალია, იშვიათად გვხვდება,  მაგრამ სწორედ ის აქცევს ფემინისტურ თეორიას „სახიფათო ცოდნად“. ფემინისტური თეორია უკომპრომისოდ ეწინააღმდეგება დომინანტურ, ეპისტემიურ კულტურას მენეჯმენტისა და ორგანიზაციულ კვლევებში და ცოდნას პოლიტიკურად და პირადად აცხადებს (Bell, Meriläinen, Taylor, & Tienari, 2019). ამ დომინანტურმა კულტურამ თავისი ცოდნის მოჩვენებითი „ობიექტურობითა“ და „ნეიტრალიტეტით“ სტრატეგიულად დამალა ცოდნის გენდერულად დაყოფილი ბუნება ისევე, როგორც ძალაუფლებრივი ურთიერთობები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რას მივიჩნევთ ცოდნად (Calás & Smircich, 2006; Gherardi, 2011; Jones, Martinez Dy, & Vershinina, 2019).

ამგვარად, თავისთავად ცხადი არ არის, რომ ფემინისტური იდეების წვლილი აღიარებული და დაფასებული, მეინსტრიმული ან თუნდაც ცნობილია მენეჯმენტისა და ორგანიზაციულ თეორიებში. ფემინისტური შრომა ადვილად მარგინალიზდება, იზოლირდება და „გეტოიზდება“ კიდეც (Harding, Ford, & Fotaki, 2013). მას ხშირად ეწინააღმდეგებიან და ინტელექტუალური და პოლიტიკური თავდასხმები ჩვეულებრივი მოვლენაა (Verloo, 2018). ეწინააღმდეგებიან ფემინისტურ ეპისტემოლოგიებსა და მეთოდოლოგიებს და ასევე შინაარსსა და იდეებს (Van den Brink, 2015). მიუხედავად ფემინიზმის წარმატებისა (Walby, 2011), ორგანიზაციების თეორიების უმეტესობა დუმს გენდერთან დაკავშირებით და უგულებელყოფს იმას, რომ გენდერი ერთ-ერთი ფუნდამენტური საორგანიზაციო პრინციპია (Ridgeway & Correll, 2004). არსებობს ცოდნის პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს ფემინისტურ ცოდნას, როგორც ორგანიზაციებისა და ორგანიზების გაგების ლეგიტიმურ წყაროს, გამორიცხავს მას არსებული ეპისტემიური რეჟიმებიდან, საკვანძო დებატებიდან და პრესტიჟული აკადემიური ჟურნალების გვერდებიდან (Bell et al., 2019). , 2020; Jones et al., 2019).

 

ვინაიდან თეორიები პერფორმატიულია იმ გაგებით, რომ ისინი ქმნიან ჩვენს სოციალურ რეალობასა თუ ნორმებს და ინსტიტუციურ თუ ორგანიზაციულ მოწყობას გარდაქმნიან (Pullen, Lewis, & Ozkazanc-Pan, 2019), იმ ფემინისტური თეორიების გამორიცხვა, რომლებიც უთანასწორობას ააშკარავებენ  და ორგანიზაციებში მის დელეგიტიმაციას ახდენენ, ცხადია, პრობლემურია. მე ვამტკიცებ, რომ საჭიროა უფრო ღრმა ჩართულობა და საფუძვლიანი ინტეგრაცია სიტუაციური ცოდნის წარმოების რთულ თეორიებთან, კონცეპტუალიზაციასა და რეფლექსურ რეჟიმებთან, რომელთაც ფემინისტური თეორიები გვთავაზობენ. ვინაიდან თანამედროვე ორგანიზაციების გამოწვევები მხოლოდ დისციპლინური საზღვრებით არ შემოიფარგლება, ამ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების თაობაზე ჩვენი  იდეებიც უნდა გასცდეს არსებულ საზღვრებს. ამ ნაშრომში ვგეგმავ წარმოვაჩინო, თუ როგორ იკვლევენ გზას ფემინისტური ორგანიზაციული თეორიები სხვადასხვა დისციპლინის გზაჯვარედინებზე და როგორ გადასინჯავენ ცოდნის წარმოების პროცესებსა და პრაქტიკებს. ეს კი აუცილებელია ახალი გავლენიანი თეორიების აღმოსაცენებლად.

 

ფემინისტური ორგანიზაციული თეორიების წინა მიმოხილვებმა ხაზი გაუსვა ფემინისტური აზროვნების იმ მრავალ მიმართულებას, რომლებიც ორგანიზაციულ თეორიებში არსებობს (Benschop & Verloo, 2016; Calás & Smircich, 1996, 2006). აქ მე ვიყენებ განსხვავებულ, უფრო თემატურ მიდგომას, რათა განვიხილო ფორმირების პროცესში მყოფი ფემინისტური პასუხები იმ სამ მთავარ საკითხზე, რომლებიც უდავოდ ჩვენი დროის მთავარი გამოწვევებია: უთანასწორობა, ტექნოლოგია და კლიმატის ცვლილება. ეს დიდი გამოწვევები მნიშვნელოვანი, მაგრამ ისეთი პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია, ოღონდაც ამისთვის ახალი იდეები და არატრადიციული მიდგომებია საჭირო, მათი სირთულის დასაძლევად და სოციალური პროგრესის წინსვლისთვის (Eisenhardt, Graebner, & Sonenshein, 2016). ეს დიდი  გამოწვევები სცილდება ორგანიზაციებს და უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებებსა და ინდივიდებზე, თუმცა ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც პრობლემების შექმნასა და შენარჩუნებაში, ასევე შესაძლო გადაწყვეტების მოძიებაში. უთანასწორობის, ტექნოლოგიებისა და კლიმატის ცვლილების ეს სამი გამოწვევა საკვანძო მნიშვნელობის სფეროებია ორგანიზაციებისა და საზოგადოებისთვის და ისინი უკვე განიხილულია ფემინისტური პერსპექტივებიდან. უთანასწორობა ორგანიზაციებში არის ძირითადი, დიდი გამოწვევა ორგანიზაციებისთვის, რადგან ის ცხადყოფს, თუ რის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები შრომის დანაწილების, შესაძლებლობების, ჯილდოების, სარგებლის და სამუშაოთი მიღებული სიამოვნების შესახებ. ამ საფუძვლების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, იმ დროს როცა დღევანდელ გლობალიზებულ სამუშაო ადგილებს ახასიათებს დასაქმებულთა სეგრეგაცია, მარგინალიზაცია და მშრომელთა ჩაგვრა სქესის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის და კლასის მრავალ კვეთაზე.

 

ტექნოლოგია დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ტექნოლოგიური ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი გამალებით ცვლის სამუშაოს და მშრომელთა ბუნებას. კლიმატის ცვლილება დიდ გამოწვევას უქმნის ორგანიზაციებს, რადგან ეკოლოგიური მდგრადობა მოითხოვს ორგანიზაციებსა და გარემოს, ადამიანებსა და ბუნებას შორის ურთიერთობების ფუნდამენტურ გადახედვას. ყველა დიდი გამოწვევის არგუმენტი ისაა, რომ ფემინისტური თეორია იძლევა ახალ იდეებს და არაორდინალურ მიდგომებს ცვლილებებისადმი, რაც ემყარება ორგანიზების მრავალშრიანი სირთულის გაგებისა და ალტერნატიული გზების შეთავაზების მის დადასტურებულად წარმატებულ გამოცდილებას.. ფემინისტური თეორიები გამოწვევას უგზავნიან შემეცნებისა და ცოდნის წარმოების გზებს (Moosa & Tuana, 2014) და შემეცნების ფუნდამენტურად ალტერნატიულ გზებს სახავენ. მე ვამტკიცებ, რომ ფემინისტური თეორიების გათვალისწინების გარეშე ორგანიზაციული თეორიები და თეორეტიკოსები ვერ შეძლებენ გაუმკლავდნენ მათზე დაკისრებულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც აუცილებელია უკეთესი მეცნიერებისა და უკეთესი სტრატეგიებისათვის ამ დიდი გამოწვევების დასაძლევად.

 

სიტუაციური ცოდნის, მეცნიერული თეორიისა და პრაქტიკის  ფემინისტური ეთოსის შესაბამისად, მინდა ვაღიარო, რომ ამას ვწერ თეთრკანიანი, სისგენდერი, პრივილეგირებული პროფესორი ქალის პოზიციიდან, რომელიც ჰოლანდიის მენეჯმენტის სკოლაში მუშაობს. ჩემი ინტელექტუალური, პოლიტიკური, ინსტიტუციური და გეოგრაფიული მდებარეობები და წარსული გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვხედავ ამ სფეროში განვითარებულ მოვლენებსა და პრიორიტეტებს. ჩემი თვალსაზრისი, რა თქმა უნდა, არასრული და შერჩევითია. მთელი ჩემი აკადემიური ცხოვრების მანძილზე სამუშაო ადგილას გენდერისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართებაზე ვიმუშავე. მქონდა სიამოვნება მენახა ამ სფეროს აყვავება, გლობალური კაპიტალიზმის, აკადემიაში გამეფებული ნეოლიბერალიზმის და პოსტფემინისტური გენდერული რეჟიმების მიუხედავად. ასევე ვნახე, როგორი დაბრკოლება შეექმნა ფემინისტური თეორიების ტრანსფორმაციულ პოტენციალს მენეჯმენტისა და ორგანიზაციის სფეროში შემზღუდველი, დომინანტური გაგებით იმისა, თუ რა მიიჩნევა „სწორ“ იდეებად და ცოდნად. იმედი მაქვს, რომ ამ ჟურნალის მისია, შექმნას ჭეშმარიტად ღია და ინკლუზიური სივრცე თეორიის განვითარებისთვის მთელი დარგის მასშტაბით (Cornelissen & Höllerer, 2019), შეძლებს წააქეზოს აუცილებელი მსჯელობა ცოდნის პოლიტიკის შესახებ და დამსახურებულად დააფასოს ფემინისტური აზრი ორგანიზაციებსა  და ორგანიზებაზე

 

ფემინისტური თეორიები ორგანიზაციებში არსებული უთანასწორობის შესახებ 

უთანასწორობის მთავარი გამოწვევა ეხება იმას, თუ როგორ უწყობენ ხელს ორგანიზაციები მზარდ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას საზოგადოებაში, რადგან ქმნიან შესაძლებლობებს, უზრუნველყოფენ უსაფრთხოებასა და შემოსავალს ზოგისთვის, მაგრამ სხვებისთვის არა. ვინაიდან ორგანიზაციის წამყვანი თეორია მხარს უჭერს მითებს ორგანიზაციული სტრუქტურების ნეიტრალიტეტისა და ეფექტურობის, ორგანიზაციულ პრაქტიკაში თანამშრომლების დაქირავების, დაწინაურების და დაჯილდოების რაციონალურობისა და მერიტოკრატიის შესახებ (Amis, Mair, & Munir, 2020), ფემინისტური თეორიები განმარტავენ, თუ როგორ ასრულებს სოციალური კატეგორიები ორგანიზაციის ძირითადი პრინციპების ფუნქციას.  შრომის დანაწილება სოციალური კატეგორიების მეშვეობით სტრუქტურირდება სქესის, კლასის, რასის, ეთნიკურობის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, შრომისუნარიანობის/შრომისუუნარობის და მათი სხვადასხვაგვარი კვეთის მიხედვით (Bendl, Bleijenbergh, Henttonen, & Mills, 2015; Kumra, Simpson, & Burke, 2014). ფემინისტური ნაშრომები ავითარებენ მდიდარ და რთულ იდეებს იმ მრავალი გზის შესახებ, რომელთა პირობებშიც ორგანიზაციები აწარმოებენ და კვლავ აწარმოებენ სოციალურ უთანასწორობას ანალიზის სხვადასხვა დონეზე; შესაძლებლობებით, ფუნქცია-მოვალეობებითა და ხელფასებით დაწყებული, სამუშაოთი, კარიერითა და პროფესიებით დამთავრებული, ქსელებიდან და სექტორებიდან დაწყებული, ქვეყნებით, რეგიონებითა და კულტურებით დამთავრებული.

ქვემოთ, პირველ რიგში, მიმოვიხილავ კონცეპტუალურ რეპერტუარს გადანაწილებისა და აღიარების, უთანასწორობის რეჟიმებისა და ინტერსექციურობის შესახებ, რაც ფემინისტებმა ორგანიზაციებში უთანასწორობის გადასაჭრელად შეიმუშავეს. შემდეგ, იმის დასადგენად, თუ როგორ აწარმოებს თანამედროვე კაპიტალიზმი უთანასწორობას ორგანიზაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განვიხილავ გენდერულად განპირობებულ  უთანასწორობას, როგორც მას პოსტკოლონიურ და დეკოლონიალურ ფემინისტურ თეორიებში აღწერენ.

გადანაწილება და აღიარება

ფემინისტები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულნი ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის გამომწვევი ძალაუფლებრივი პროცესებით და მათი ურთიერთგადაჯაჭვულობით. არსებობს ფემინისტური კრიტიკის გრძელი ნუსხა იმის თაობაზე, თუ რა მიიჩნევა სამუშაოდ, თუ რა ჯილდოვდება კაპიტალიზმის პატრიარქალურ ფორმებში და, შესაბამისად, ვინ მიიჩნევა ღირებულ მშრომელად. ფემინისტური თეორიები პრობლემურად მიიჩნევენ მატერიალურ, ეკონომიკურ უთანასწორობას და ხაზს უსვამენ რესურსების გადანაწილების აუცილებლობას. მაგალითად, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ფემინისტურ დებატებში ანაზღაურებადი შრომის დომინირებასა და აუნაზღაურებული რეპროდუქციული შრომის მარგინალიზაციაზე, და იმაზე თუ როგორ ედრება ანაზღაურება ვითომდა მამაკაცური და ქალური შრომისა და უნარების მიხედვით(ინგლისი, 1992) და გენდერულ სახელფასო სხვაობაზე (Arruzza, Bhattacharya, & Fraser, 2018). ამავდროულად, ფემინისტურ თეორიებს მიზანში აქვთ ამოღებული სოციალური უთანასწორობა, ეჭვქვეშ აყენებენ სიმბოლურ გენდერულ წესრიგსა და დისკურსიულ წარმოდგენებს, რომლებიც ორგანიზაციებში მასკულინობას უფრო აფასებენ, ვიდრე ფემინურობას (Gherardi, 2014).

ფრეიზერი (2009) ამტკიცებს, რომ „კაპიტალიზმის ახალი სულის“ ამოქმედების ჟამს სოციალურ-ეკონომიკური რესურსების გადანაწილებისთვის ბრძოლა იდენტობისა და განსხვავებულობის აღიარებისთვის ბრძოლას დაექვემდებარა. შედეგად ვიღებთ ნეოლიბერალური კაპიტალიზმისა და კორპორატიული ფემინიზმის სახიფათო კავშირს (Eisenstein, 2005), სადაც კაპიტალისტური საბაზრო ღირებულებები ქმნიან თანაბარ შესაძლებლობებს, აძლიერებენ ქალებს და, შესაბამისად, მათ ისღა დარჩენიათ, რომ “იმოქმედონ“. პოსტფემინიზმის კონცეფციის მეშვეობით ფემინისტური დღის წესრიგის ამგვარი კოოპტაცია განიხილება კონკრეტული ფემინისტური ღირებულებების (როგორებიცაა არჩევანი და აგენტური თვითგამორკვევა) შერჩევით და შემზღუდველ აღქმად (Lewis et al., 2017). ქალების რეპრეზენტაცია ინდივიდუალისტ ანტრეპრენიორებად, რომლებიც თავად აკეთებენ არჩევანს და იღებენ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე (Rottenberg, 2014), არ ითვალისწინებს სისტემურ კრიტიკას და, შესაძლოა, რეალურად, ანაზღაურებისა და შესაძლებლობების გადანაწილებისთვის ბრძოლაში ზიანის მომტანი იყოს. მართლაც, მომხრეები იმ პარადიგმისა, რომელიც ერთდროულად გადანაწილებას და აღიარებას მოიცავს, მოგვიწოდებენ, თავი ავარიდოთ ინდივიდუალური არჩევანის, გაძლიერების და პასუხისმგებლობის პოსტფემინისტურ გაბატონებას და დავუბრუნდეთ სტრუქტურებსა და სისტემებში უთანასწორობის აუცილებელ კრიტიკას, რომელიც ითვალისწინებს ფემინიზმს 99%-ისთვის (Fraser, Arruzza, & Bhattacharya, 2019).

სოციალისტურმა ფემინისტურმა შრომებმა შთააგონა ორგანიზაციული კვლევები, რათა შრომის გენდერული და კლასობრივი დანაწილების მავნე ზემოქმედება განეხილათ და კაპიტალისტურ ორგანიზაციებში უთანასწორობის სისტემური და სტრუქტურული განზომილებებისთვის ხაზი გაესვათ (Benschop & Verloo, 2016). ეს შრომები გვიჩვენებს, თუ როგორ ასოცირდებიან ისტორიულად დაქვემდებარებული სოციალური ჯგუფები გაუფასურებულ უნარებთან და პრეკარიულ სამუშაოსთან (Kalleberg, 2009); თუ როგორ კვლავაც აწარმოებს და ფარავს მერიტოკრატიის, ხარისხისა და ლიდერობის აბსტრაქტული იდეალების მოხმობა შრომაზე ისტორიულად გაბატონებული ჯგუფების პრივილეგიებს (Scully, 2002; Van den Brink & Benschop, 2012a). ეს შრომები ასევე ახდენს მარგინალიზებული მშრომელი ქალების ძალისა და აგენტობის თეორეტიზაციას, და საუბრობს იმაზე, თუ როგორ იკვალავენ ისინი გზებს მიკროემანსიპაციისკენ. მაგალითად, კვლევა ტურიზმის სფეროში დასაქმებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპელი მიგრანტი ქალების შესახებ, რომელთაც ჰიპერექსპლუატაციურ სამუშაო გარემოში უწევთ მუშაობა (Rydzik & Anitha, 2020), აგენტობას მოიაზრებს გამძლეობის, გადამუშავების და ექსპლუატაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის პრაქტიკად. მიგრანტი ქალები არ არიან წარმოდგენილი დისკრიმინაციის უძლურ მსხვერპლებად, არამედ აღიარებულნი არიან აქტიურ აგენტებად, რომლებიც პრეკარიულ სამუშაოსთან გასამკლავებლად სხვადასხვა გზას იყენებენ. თუმცა, ავტორები სწორად აღნიშნავენ, რომ სტრუქტურულ უთანასწორობასთან საბრძოლველად ინდივიდუალური აგენტობის შესაძლებლობები შეზღუდულია, ითხოვენ კოლექტიურ მოქმედებას და მოუწოდებენ პროფკავშირებს მხარდაჭერისაკენ, რათა ხელი შეუწყონ ძალაუფლების საჭიროებისამებრ გადანაწილებას.

უთანასწორობის რეჟიმები 

უთანასწორობის შესახებ ორგანიზაციული კვლავწარმოების ბოლოდროინდელ მიმოხილვებში ავტორები აღნიშნავენ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, თუ ვინ არის მიკერძოების მსხვერპლი და ვინ არის წამგებიან მდგომარეობაში ორგანიზაციებში, ჩვენ გაცილებით ნაკლებად ვაფასებთ მექანიზმებს, რომლებიც უთანასწორობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა“ (Amis et al., 2020, გვ. 4). თუმცა, ფემინისტურ თეორიას განსაკუთრებით დიდი წვლილი შეაქვს იმაში, რომ დაგვანახოს, თუ როგორ წარმოშობს ძალაუფლებრივი პროცესები გენდერულ უთანასწორობას ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციული პროცესებისა და ყოველდღიური ურთიერთქმედების ნიმუშების მეშვეობით, რომლებიც ერთი შეხედვით, გენდერულად ნეიტრალურია, მაგრამ ასახავს და ინარჩუნებს გენდერულ წესრიგს, რომელშიც მამაკაცები და მასკულინობის განსაკუთრებული ფორმები დომინირებს (Ely & Meyerson, 2000, გვ. 590). თვით უთანასწორობის რეჟიმების ცნება სწორედ რომ ხაზგასმით ფემინისტური კონცეპტუალური ჩარჩოს მაგალითია. იგი  ორგანიზაციებში ძალაუფლებრივი ურთიერთობების წარმოქმნის შესახებ იდეებთან (Acker, 2006) აკავშირებს პატრიარქატისა და კაპიტალიზმის შესახებ თეორიებს და, ამასთან, რასის კრიტიკული კვლევების შეხედულუბებს, რომლებიც რასის, კლასისა და გენდერის ინტერსექციურ თეორიას აყალიბებენ (Crenshaw, 1989). უთანასწორობის რეჟიმები განისაზღვრება, როგორც ურთიერთდაკავშირებული პრაქტიკა და პროცესები, რომლებიც იწვევს უწყვეტ უთანასწორობას ნებისმიერ სამუშაო ორგანიზაციაში (Acker, 2006, გვ. 441). უთანასწორობა ორგანიზაციებში -  

“მონაწილეებს შორის კონტროლისა და ძალაუფლების თვალსაზრისით სისტემური უთანასწორობაა, როცა საქმე ეხება მიზნებს, რესურსებსა და შედეგებს. ასევე, სამუშაო ადგილზე მისაღებ გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა: სამუშაოს ორგანიზება; დაწინაურების შესაძლებლობები და საინტერესო სამუშაო; სამუშაო ადგილის შენარჩუნების გარანტია და შეღავათები; შრომის ანაზღაურება და სხვა ფულადი ჯილდოები; პატივისცემა; სამსახურისა და სამსახურებრივი ურთიერთობებისგან სიამოვნების მიღება.” (Acker, 2006, გვ. 443)

კლასობრივი, გენდერული და რასობრივი უთანასწორობა წარმოიქმნება ფორმალური და არაფორმალური ორგანიზაციული პროცესების დროს, რომელთაც ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად იყენებენ და რაც ყოველდღიურ ორგანიზაციულ ცხოვრებას ახასიათებს; იგივე ეხება სამუშაოს ორგანიზების პროცესებს სამუშაო ადგილებისა და იერარქიების მიხედვით, მოზიდვას და სამსახურში აყვანას, ხელფასის განსაზღვრას და ზედამხედველობის პრაქტიკას, არაფორმალურ ურთიერთქმედებებს სამსახურში. უთანასწორობის რეჟიმები ნარჩუნდება პირდაპირი კონტროლის მეშვეობით ბიუროკრატიული წესების, ჯილდოების ან ძალდატანების  სახით, ხოლო არაპირდაპირი კონტროლის გზით  – მონიტორინგის ტექნოლოგიების, ინფორმაციის შეზღუდვის ან შეზღუდული დასაქმების შესაძლებლობების სახით. ეკერი (2006) ასევე მიუთითებს ინტერნალიზებულ კონტროლზე, რომელიც ეხება უთანასწორობის გარდაუვალობის რწმენას; უთანასწორობის უხილაობას, როგორც უთანასწორობისა და პრივილეგიების ლეგიტიმურობას.

კონტროლის ეს არაპირდაპირი და ინტერნალიზებული ხერხები ხაზს უსვამს სამუშაო ადგილზე უთანასწორობის ნორმალიზებასა და ინსტიტუციონალიზაციას (Van Laer & Janssens, 2011). მაგალითად, საჯარო სექტორში უთანასწორობის რეჟიმებზე მუშაობა გვიჩვენებს, თუ როგორ ნარჩუნდება გენდერული, რასობრივი და კლასობრივი უთანასწორობა საჯარო სექტორშიც კი, სადაც თანასწორობისა და მრავალფეროვნების მრავალმხრივი პოლიტიკაა დანერგილი, რადგან ამ პოლიტიკას მუდმივად ემუქრება ჩაშლის საფრთხე არაფორმალური სამუშაო კულტურისა და სამსახურებრივი ურთიერთობების მხრიდან (Healy, Bradley, & Forson, 2011).

 

ინტერსექციურობა

კლასის, გენდერისა და რასის კვეთაში ჩაღრმავებით ფემინისტური ინტერსექციური თეორია გვთავაზობს მნიშვნელოვან საფუძველს სამუშაო ადგილზე უთანასწორობის მდგრადობისა და სირთულის გასაგებად. ინტერსექციურობა, როგორც კონცეფცია, წარმოიშვა შავკანიანი ფემინისტური მეცნიერების სფეროში გაწეული ნოვატორული სამუშაოს შედეგად და წვლილი შეიტანა არაერთი სახის უთანასწორობის შესწავლაში (Collins, 2015; Collins & Bilge, 2020; Crenshaw, 2017). ის აჩვენებს, თუ რა მტკიცედ არის ურთიერთდაკავშირებული ისეთი სოციალური კატეგორიები, როგორებიცაა სქესი, რასა, ეთნიკური წარმომავლობა, კლასი, ასაკი, სექსუალობა და შრომისუნარიანობა/შრომისუუნარობა თანასწორობისა და უთანასწორობის, პრივილეგიებისა და ჩაგვრის წარმოებაში (Crenshaw, 1997). სხვადასხვა დისციპლინამ მიაღწია კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ ინტერსექციურობაზე ყურადღების გამახვილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უთანასწორობის გამოვლინებების სიღრმისეული ანალიზისათვის, რადგან ცალმხრივი აზროვნება ძირს უთხრის ცოდნის წარმოებას ისევე, როგორც ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისათვის (Cho, Crenshaw, & McCall, 2013; Choo & Ferree, 2010). რასა, კლასი და სქესი ის ძირითადი უთანასწორობებია, რომლებზეც კვლევის ეს მიმართულებაა კონცენტრირებული, თუმცა ინტერსექციურობა ასევე შესწავლილია სექსუალობასთან, ასაკთან, შრომისუნარიანობასთან/შრომისუუნარობასთან და უთანასწორობის სხვა ასპექტებთან მიმართებაში.

ორგანიზაციის კვლევებმა შედარებით გვიან გააცნობიერეს ინტერსექციურობის არსი და, შესაბამისად, ის, რომ გენდერი, კლასი და რასა იდენტობის თანადროული პროცესებია და ორგანიზაციებში ინსტიტუციურ და სოციალურ პრაქტიკასთანაა გადაჯაჭვული (Holvino, 2010). როდრიგესი, ჰოლვინო, ფლეტჩერი და ნკომო (2016) სამუშაოსა და ორგანიზაციების თანამედროვე კვლევებში ინტერსექციურობის მიმოხილვისას აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციებში ინტერსექციურობის შესახებ არსებული კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა სექტორში დასაქმებული და სხვადასხვა კონტექსტში მყოფი ცალკეული ადამიანის და ჯგუფების გამოცდილებაზე, ნარატივებსა და იდენტობაზე. ეს საშუალებას გვაძლევს თეორიულად ვიმსჯელოთ ორგანიზაციებში აქამდე მარგინალიზებული ჯგუფების – შავკანიანი, მიგრანტი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების – გამოცდილებასა და იდენტობის სამუშაოზე (Adib & Guerrier, 2003; Atewologun, Sealy, & Vinnicombe, 2016; Bell & Nkomo, 2001; Essers, & Doorewaard, Benschop, 2013). მიუხედავად ამისა, არსებობს კრიტიკა, რომ ყურადღების გამახვილება ინტერსექციურ იდენტობებზე იწვევს ინტერსექციურობის დერადიკალიზებას  და აფერხებს მის სისტემურ უთანასწორობებთან ან ჩაგვრისა და ბატონობის უფრო ფართო სისტემებთან დაპირისპირებას (Dhamoon, 2011). ინტერსექციური იდენტობების ხაზგასმას სდევს იდენტობის პოლიტიკაში ჩაბმის რისკი, მრავალ განსხვავებულობაზე ყურადღების გადატანით, თუმცა – ეკონომიკური ძალაუფლების უთანასწორობების გათვალისწინებისა და სოციალური სამართლიანობისკენ მოწოდების გარეშე, რამაც პირველ რიგში საუძველი ჩაუყარა შავკანიან ფემინისტურ მეცნიერებაში ინტერსექციურობის კონცეფციას (Liu, 2018).

ინტერსექციურობის მიმართ არსებობს მეორე პერსპექტიული მიდგომა, რომელიც სცდება იდენტობაზე ამგვარ კონცენტრირებას და ეჭვქვეშ აყენებს სისტემური ძალაუფლების დინამიკას, რაც უთანასწორობის სისტემების ინსტიტუციონალიზაციის შედეგად წარმოიქმნება (იხ., მაგ., Boogaard & Roggeband, 2010; Tatli & Özbilgin, 2012). ამ ტიპის ინტერსექციური აზროვნება ფემინისტური ორგანიზაციის თეორიებს სხვადასხვა გზით ამრავალფეროვნებს. მაგალითად, ფერგიუსონი (2017) მიუთითებს მკვიდრი მოსახლეობის აზროვნების მნიშვნელობაზე, როგორც კოლონიური ურთიერთობების ინტერსექციური ფემინისტური კუთხიდან გაანალიზების აუცილებელ კომპონენტზე. ინტერსექციურობა ყურადღებას ამახვილებს ისტორიებზე, პოლიტიკაზე, კულტურებსა და ეკონომიკაზე გლობალიზებულ კაპიტალისტურ სამყაროში. ის ცხადყოფს, რამდენად შეზღუდულია ხელმისაწვდომი სუბიექტური პოზიციები და რომ უთანასწორობის სისტემები ორგანიზაციებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კვლავ იწარმოება. ის შთააგონებს ეპისტემიოლოგიურ რეფლექსიურობას და იზიდავს ცოდნის წარმოებას გლობალური სამხრეთის ადგილებიდან, რათა ჩამოაყალიბოს თეორიული საფუძვლები, რომლებიც მკვიდრი მოსახლეობისა და არადასავლელი ქალების მსოფლმხედველობას, გამოცდილებასა და მატერიალურ პირობებს გაითვალისწინებს (Connell, 2019; Mohanty, 1988, 2003).

 

პოსტკოლონიური და დეკოლონიური ფემინიზმი  

ფემინისტურმა აზროვნებამ სამუშაო ადგილზე უთანასწორობის შესახებ გლობალიზაციის გავლენის ბევრად უფრო რთულ სურათში შეიტანა წვლილი; ეჭვქვეშ დააყენა ისეთი დიქოტომიები, როგორებიცაა გლობალური/ლოკალური, ჩრდილოეთი/სამხრეთი და დასავლეთი/დანარჩენები და ისინი სექსუალობასთან, გენდერთან, პოლიტიკასთან და ორგანიზაციულ ეთიკასთან დააკავშირა (Andrijasevic, Rhodes, & Yu, 2019; Desai & Rinaldo, 2016). მაგალითად, ბერი და ბელი (2012) აჩვენებენ, როგორ გავლენას ახდენს კლასის, რასისა და სქესობრივი მიკუთვნებულობის კვეთა იმაზე, თუ ვინ მიიჩნევა ელიტურ „ექსპატრიანტად“ ან მარგინალიზებულ „მიგრანტად“ საერთაშორისო მენეჯმენტის შესახებ ლიტერატურაში. ფემინისტური პერსპექტივა ემპირიულ და თეორიულ ნაშრომებში განიხილავს გლობალური კაპიტალიზმის გენდერულ შედეგებს სამუშაო ურთიერთობებზე, დასაქმების პირობებსა და შრომის ბაზარზე მინიჭებულ სტატუსზე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ისეთი ცნებები, როგორიცაა „გენდერული გლობალური კონვეიერი“ (Bair, 2010) და „გლობალური ზრუნვის ჯაჭვი“ (Ehrenreich, Hochschild, & Kay, 2003) ყურადღებას ამახვილებს მიწოდების გლობალური ჯაჭვების გეოპოლიტიკაზე, რომლებიც მუშაობს სოფლებიდან მიგრირებული ახალგაზრდა ქალების ხარჯზე – ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გლობალურ წარმოებაში ხანგრძლივ საათებსა და მინიმალურ ანაზღაურებას რომ სჯერდებიან (მაგალითად, იხილეთ Alamgir & Banerjee (2019) ტანსაცმლის მრეწველობაზე ბანგლადეშში). გარდა ამისა, აღნიშნული გლობალური ჯაჭვი მუშაობს მდიდარ ქვეყნებში ძიძად და მოახლედ მომუშავე ქალების ხარჯზე, რომლებიც ხშირად საკუთარ შვილებსა და მოხუცებს აუნაზღაურებელი შრომის გამწევ მომვლელებს უტოვებენ (Herrera, 2013; Kim, 2017). ამ კონკრეტული ტიპის შრომის ფემინიზაცია ხშირად აიხსნება დაბალი ხელფასებით და ლეგიტიმური ხდება ქალური მორჩილების სტერეოტიპებსა და იმ ესენციალისტურ იდეებზე დაყრდნობით, რომელთა მიხედვითაც ამგვარი შრომა სწორედ ქალებისთვისაა შესაფერისი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კვლევები ასახავენ, თუ როგორ არიან ქალები შეურაცხმყოფელი და ექსპლუატაციური სამუშაო ურთიერთობებით დამონებულნი, ისინი ასევე ნათელს ჰფენენ ქალთა აგენტობას და ხაზს უსვამენ მათეულ სტარტეგიებს მარგინალიზაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

დისციპლინური და გეოგრაფიული განსხვავებების მიუხედავად (Bhambra, 2014), პოსტკოლონიალური, დეკოლონიალური და ანტიკოლონიალური ფემინისტური მეცნიერება გვთავაზობს რთულ კონცეპტუალურ ინსტრუმენტებს თანამედროვე გლობალურ სამუშაო ადგილებზე კოლონიალიზმის ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მიმდინარე შედეგებისა და კოლონიალური ურთიერთობების სიღრმისეული საფუძველმდებარეობის შესასწავლად. ფემინისტები, რომლებიც მუშაობენ ისეთ თეორიულ ცნებებზე, როგორებიცაა სუბალტერნულობა (Ozkazanc-Pan, 2012; Spivak & Said, 1988), სხვადყოფნა (Prasad & Prasad, 2002), ჰიბრიდულობა (Frenkel & Shenhav, 2006) და რეპრეზენტაცია (Nkomo, 2011), აანალიზებენ და არღვევენ ძალაუფლებისა და პრივილეგიების, ჩაგვრისა და მარგინალიზაციის რთულ სქემებს ქალთა, ისევე როგორც მამაკაცთა, სამუშაო ცხოვრებაში. გარდა ამისა, ეს ნაშრომი გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულია ჩრდილოეთში ცოდნის ჰეგემონური წარმოების პრობლემატიზება და ალტერნატიული რეპრეზენტაციებისა და მრავალგვარი ისტორიების მოძიება კულტურალისტურ ესენციალიზმში გადავარდნის გარეშე.

შეჯამებისთვის, ამ განყოფილებამ ნათელი მოჰფინა ფემინისტური თეორიების მრავალფეროვან სიმდიდრეს ორგანიზაციებში უთანასწორობის დიდ გამოწვევებთან დაკავშირებით. გვიჩვენა, რომ ფემინისტური მუშაობა აუცილებელია უთანასწორობის თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად და აღიარებისთვის. ასევე გვაჩვენა, თუ როგორ ავითარებს ფემინისტური თეორიები ცოდნას პრივილეგიებისა და არახელსაყრელი მდგომარეობის სირთულეების შესახებ მრავალ ურთიერთგადამკვეთ სოციალურ კატეგორიაში თანამედრივე გლობალურ სამუშაო ადგილებზე და როგორ ხდება ამ თეორიების მეშვეობით ამ ცოდნის პოლიტიზება იმათი მხარდაჭერით, ვინც პატრიარქალური და კაპიტალისტური სისტემების ტვირთს ზიდავს. ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, მე ვხედავ ორ მნიშვნელოვან საკითხს ამ კონკრეტული დიდი პრობლემის კვლევის დღის წესრიგში: პირველი, ინტერსექციური უთანასწორობის მრავალგვარი გამოვლინებების აღწერა; და მეორე, უთანასწორობის შეცვლის შესაძლებლობების წარმოდგენა. კვლევის ახალი მიმართულებები ითვალისწინებს სტრატეგიებსა და ინტერვენციებს თანამედროვე სამუშაო ადგილებზე კომპლექსური უთანასწორობის ეფექტურად დასაძლევად და თანასწორობის ხელშესაწყობად. თანამედროვე აზროვნება გარკვეულწილად გვაძლევს საშუალებას დავსახოთ უთანასწორობასთან გამკლავების გზები, მაგრამ დიდი გამოწვევისათვის, რაც უთანასწორობის რეალურ ცვლილებას გულისხმობს, გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო. ჩემი აზრით, წინსვლის ერთ-ერთი შესაძლო გზაა ვიფიქროთ ინტერვენციებზე ინტერსექციურ თანასწორობაში შეტანილი წვლილის მიხედვით, რომელიც ემყარება ამ ნაწილში განხილულ უთანასწორობის რეჟიმებსა და ინტერსექციურობის კონცეფციებს, შესაძლებლობების მიდგომასთან ერთად (Woods, Benschop, & Van den Brink, 2021). ინტერსექციური თანასწორობა - ეს ნორმატიული მიზანი და საფუძველია, რომელსაც შეუძლია ორგანიზაციებში თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით მისაღები გადაწყვეტილებები წარმართოს. ინტერსექციური თანასწორობის მიღწევა მოითხოვს ღრმა და სისტემურ ცვლილებებს პატრიარქალურ კაპიტალისტურ ორგანიზაციებში, მაგრამ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის ეთიკური, სოციალური და ეკოლოგიური კრიზისის მზარდი აღიარების წყალობით ახლა უკვე დადგა დრო ამგვარი ცვლილებების მისაღწევად. როგორც შესავალში აღვნიშნე, ორგანიზაციები შეიძლება წარმოადგენდნენ როგორც პრობლემის წარმოქნის, ისე გადაწყვეტის ნაწილს, თუ მათ ისე შეცვლას მოვახერხებთ, რომ ისინი იქცნენ მთავარ ადგილად, სადაც ინტერსექციური თანასწორობის მისაღწევად ინტერვენციებს განვახორციელებთ.

ფემინისტური თეორიები ორგანიზაციაში ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ

მეორე დიდი გამოწვევა, რომელზეც ფემინისტური პასუხები არსებობს, არის ტექნოლოგია. ტექნოლოგია, მანქანა-დანადგარების, არტეფაქტების, ინსტრუმენტების და ტექნიკური ხერხების თვალსაზრისით, სამუშაოს შესასრულებლად თანამედროვე ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ტექნოლოგიას მრავალი სახე აქვს, დაწყებული ინდუსტრიული ტექნოლოგიებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ICT), ჯანდაცვისა და რეპროდუქციული ტექნოლოგიებით, ციფრული ინოვაციებით, საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიებით, რობოტექნიკითა და ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული. ტექნოლოგიური წარმოება სწრაფად ვითარდება, ცვლის სამუშაო დროისა და სივრცის კონფიგურაციას და იწვევს მკვეთრ ცვლილებებს როგორც იმაში, თუ როგორ სრულდება სამუშაო, და ასევე, იმ მხრივაც, თუ ვინ ასრულებს სამუშაოს. ტექნოლოგიებისა და საზოგადოების სოციოტექნიკური გადაჯაჭვულობა ტექნოლოგიას დიდ გამოწვევად აქცევს ორგანიზაციებისთვის. მენეჯმენტისა და ორგანიზაციის ფართოდ გავრცელებული თეორიები, როგორც წესი, ორგანიზაციული მუშაობისთვის ტექნოლოგიის გამოყენებაზე არიან კონცენტრირებულნი და მას განიხილავენ ან როგორც საშუალებას ადამიანებმა თავიანთი სამუშაო უფრო სწრაფად, უფრო ინოვაციურად და ეფექტურად შეასრულონ, ან როგორც მშრომელების ჩანაცვლების გზას (Cascio & Montealegre, 2016). ფემინისტური თეორია ამ დიდ გამოწვევას განსხვავებულად უდგება, ავითარებს რა ცოდნას ტექნოლოგიების დიზაინში, ორგანიზაციებსა და საერთოდ საზოგადოებაში ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებაში სოციალური კატეგორიების განმსაზღვრელი როლის შესახებ. ფემინისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ როგორ აყალიბებენ ერთმანეთს ტექნოლოგია და გენდერი - სხვა სოციალურ კატეგორიებთან მის კვეთაზე - დროთა განმავლობაში და სხვადასხვა სივრცეში (Wajcman, 2010).

ტექნოლოგიების ინტერდისციპლინარული ფემინისტური თეორიები ყურადღებას ამახვილებს სამ საფუძველმდებარე საკითხზე. პირველი, არის შედარებით მარტივი კითხვები წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, რომლებიც ქალებისა და მამაკაცების სხვადასხვა ტექნოლოგიაში მონაწილეობას/არ მონაწილეობას და გენდერულად დაყოფილისამუშაოების ტექნოლოგიით ჩანაცვლებას ეხება. მეორე, არსებობს გაბატონებული სტრუქტურების კრიტიკა, რომლებიც წარმოაჩენენ ტექნოლოგიასა და ტექნოლოგიურ არტეფაქტებს, როგორც ნეიტრალურ და მიუკერძოებელ ინოვაციებს, და ტექნოლოგიების დეკოსტრუქციას ახდენენ გენდერის ნიშნით. და მესამე, ფემინისტური ნაშრომები იკვლევენ, თუ როგორ შეიძლება გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ტექნოლოგიების მობილიზება, სხეულსა და გონებას, ადამიანსა და მანქანას, იდეალიზმსა და მატერიალიზმს შორის საზღვრების პრობლემად წარმოჩენის მეშვეობით.

 

ქალები ტექნოლოგიაში

ტრადიციულად, ტექნოლოგია სტერეოტიპულად ასოცირდება თეთრკანიან მამაკაცებთან, ეფუძნება რა წარმოდგენას ტექნოლოგიაზე, როგორც მამაკაცის ძლიერ მხარეზე და ხაზს უსვამს მამაკაცის ტექნოლოგიურ ოსტატობას (Cockburn, 1983).  ფემინისტები უკვე დიდი ხანია ანეიტრალებენ მსგავს სტერეოტიპებს და ყურადღებას ამახვილებენ ტექნოლოგიურ ცოდნაზე, რომელსაც ქალები იღებენ სამუშაო ადგილებსა და ყოველდღიურობაში საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიებთან ურთიერთქმედებით, თუ ციფრულ სფეროში, მაგალითად, სოციალური მედიით (Rogan & Budgeon, 2018). მიუხედავად ამისა, ქალები კვლავ არასაკმარისად არიან წარმოდგენილები საინფორმაციო მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სექტორში, რაც კარგად არის დოკუმენტირებული (იხ. მაგალითად Kelan, 2008; Kenny & Donnelly, 2020). ეს ნიშნავს იმას, რომ მამაკაცები არა მხოლოდ აგრძელებენ დომინირებას ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მაღალტექნოლოგიურ მეწარმეობაში (Wellner & Rothman, 2020), არამედ იმასაც, რომ ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობა ტექნიკურ დიზაინში დიდ გავლენას ახდენს სამყაროს მოწყობაზე, რადგან სოციოტექნიკური სისტემები თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტს ეხება. როგორც ვაისმანი ამბობს, „თუ ქალები  ტექნოლოგიური წარმოების სამანქანო განყოფილებაში არ იქნებიან, ჩვენ ვერ ჩავიგდებთ ხელში ძალაუფლების ბერკეტებს“ (Wajcman, 2004, გვ. 111).

ახლა მოწინავე ავტომატიზაციის, რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზრის ყველა კუთხე-კუნჭულში იგრძნობა, როგორც დაბალკვალიფიციურ, ისე მაღალკვალიფიციურ სამეცნიერო სამუშაოებზე. ტექნოლოგია და დიგიტალიზაცია არ შემოიფარგლა მხოლოდ მამაკაცებით დომინირებული სექტორებით, არამედ შეაღწია ქალებით დომინირებულ სექტორებშიც, როგორიცაა ჯანდაცვა. მაგალითად, ზრუნვისა და ტექნიკის კავშირი გვიჩვენებს, თუ როგორ იკვეთება ზრუნვა და ტექნიკური სამუშაო ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პროფესიებში, სამედიცინო და საექთნო ზრუნვის მოდელების მზარდი შერწყმის მეშვეობით (Lindsay, 2008, გვ. 348). ქალთა შრომას ამ და სხვა სექტორებში კიდევ უფრო მეტად ემუქრება ტექნოლოგიებით ჩანაცვლების საფრთხე, რადგან მეტწილად ისინი არიან მრავლად წარმოდგენილნი რუტინული ამოცანების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ავტომატიზაციაც მოსალოდნელია (Brussevich, Dabla-Norris, & Khalid, 2019).

მიუხედავად ამისა, შეშფოთებას უპრეცედენტო ტექნოლოგიური უმუშევრობის დისტოპიური მომავლის შესახებ, ინტელექტუალური მანქანების ვითომდა უკეთესი მუშაობის გამო, გარკვეულწილად აქარწყლებს ტექნო-ფემინისტური ნაშრომები. რობოტებისა და ალგორითმების მუშაობის დეტალური შესწავლით, ეს ნაშრომები გვიჩვენებენ, რომ ტექნოლოგიას ჯერ მხოლოდ მცირედი თუ შეუძლია: ხანდაზმულებზე მზრუნველ ემპათიურ რობოტებამდე და ალგორითმით მიღებულ მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გადაწყვეტილებებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზა არის გასავლელი.  საყვარელი, ნაივური რობოტები ვერ ჩაანაცვლებენ სოციალურ და ემოციურ შრომას, რომელსაც ქალები ზრუნვის შრომისას წევენ და ალგორითმები, როგორც ჩანს, საკუთარ თავში ატარებენ „სილიკონის ველის“ ელიტური, თეთრკანიანი მამაკაცი დეველოპერების ღირებულებებსა და მიკერძოებულობას და  კვლავ აწარმოებენ მათ დისკრიმინაციულ პრაქტიკას (Wajcman, 2017). მთავარი იდეა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ვამტკიცოთ რომ რთულ ადამიანურ შრომას ხელოვნური ინტელექტი ვერ შეენაცვლება, არამედ იმაში, რომ ტექნოლოგია უდანაშაულო, გენდერულად ნეიტრალურ საზოგადოებაში არ ვითარდება. ამ ტიპის ფემინისტური ნაშრომები ხაზს უსვამს იმას, რომ ტექნოლოგიის განვითარებასა და გამოყენებაში არაფერია გარდაუვალი, რადგან ტექნოლოგია ღრმად სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკურია, და რომ უთანასწორობას ტექნოლოგიების მეშვეობით სწორედაც რომ ჩვენი სოციალური პრაქტიკები აღვივებს (Wajcman, 2015).

 

ტექნოლოგიის გენდერული ნიშნით დაყოფილი ბუნება  

ამას მივყავართ მეორე საკითხამდე, რომელიც ტექნოლოგიების გენდერული ნიშნით მიკუთვნებულობას ეხება. ფემინისტები აყალიბებენ თეორიას იმის თაობაზე, თუ როგორ რეალიზდება ინტერსექციური გენდერული ურთიერთობები ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებსა და ტექნიკურ ხერხებში, ნაცვლად იმისა, რომ ასეთი არტეფაქტები ნეიტრალური ან ღირებულებებისგან თავისუფალი იყოს (Wajcman, 2010). ტექნოლოგიის გენდერული ნიშნით დაყოფის თეორეტიზება პირდაპირ უწყობს ხელს ტექნოლოგიის დიდი პრობლემის გადაჭრას, რადგან ახდენს ტექნოლოგიის სოციომატერიალური და აფექტური განზომილებების დეკონსტრუქციას, ავითარებს რა ცოდნის ერთობლიობას, რომელიც პოტენციურად შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექნოლოგიების სხვაგვარად კონსტრუირებისათვის.

ტექნოლოგიური არტეფაქტების სოციომატერიალური განზომილებების ფემინისტურმა ანალიზმა აჩვენა, თუ როგორ ხდება ისეთი არტეფაქტების, როგორებიცაა ელექტრო საპარსები, მანქანები და საათები, დაყოფა კლასობრივი და გენდერული ნიშნით დიზაინისა და გამოყენების მიხედვით (Oudshoorn, Saetnan, & Lie, 2002). მანქანებისთვის გენდერული მიკუთვნებულობის მინიჭების ადამიანური მიდრეკილება განსაკუთრებით აშკარაა რობოტების შემთხვევაში: რაც უფრო მეტადაა რობოტი ადამიანის  მსგავსი, მით უფრო მეტად აქვს მას გამოხატული გენდერული მიკუთვნებულება (Søraa, 2017), ხოლო რობოტები, თავის მხრივ, ხდებიან გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი მათი გარეგნობისა ან ხმის საფუძველზე (Eyssel & Hegel, 2012).

მანქანების გენდერირება ასევე აშკარაა ხელოვნური ინტელექტის საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაგალითზე, როგორებიცაა ამაზონის „ალექსა“, ეფლის „სირი“ და მაიკროსოფტის „კორტანა“. ეს ფემინიზებული მოწყობილობები პასუხობენ ხმოვან ბრძანებებს სხვადასხვა საშინაო სამუშაოს შესასრულებლად, მაღვიძარის დაყენებიდან და ოჯახის რამდენიმე წევრის პირადი განრიგის დაგეგმვიდან, საყვარელი მუსიკის დაკვრით, რეცეპტების შეთავაზებით და საკვების შეკვეთით. დანიელ სუტკოს სიტყვებით, "იდეალური ხელოვნური ინტელექტი მუშაობს როგორც მიზოგინური ფანტაზია მორჩილ მდედრობით სუბიექტზე: მზრუნველი, გულისხმიერი, თანამგრძნობი, ყურადღებიანი, სასარგებლო, მაგრამ არა საკუთარი ნების მქონე, ჭკვიანი, მაგრამ ზედმეტად არა, ჩანაცვლებადი, მორგებადი, ხელმისაწვდომი" (სუტკო, 2020, გვ. 17–18). მარქსისტული ფემინისტური ანალიზი გვაჩვენებს, თუ როგორ აყალიბებს საყოფაცხოვრებო ციფრული ტექნოლოგიები „ციფრულ დიასახლისებს“ ან „სოციალურ მოსამსახურეებს“, ამრავლებს შინშრომის რასობრივი და გენდერული ნიშნით დანაწილებას, და ხილულს ხდის აქამდე უხილავ რეპროდუქციულ შრომას, რათა ის კაპიტალისტური კონტროლის ქვეშ მოაქციოს (Jarrett, 2015; Schiller & McMahon, 2019). ამ საყოფაცხოვრებო ციფრული მოწყობილობების ფემინიზაციის მეშვეობით სულ უფრო მეტად ხდება შესაძლებელი აფექტური და ინტიმური მონაცემების გაცვლა; „ალექსა“ და „სირი“ საშუალებას აძლევენ კომპანიებს, რომლებიც მათ აწარმოებენ, შეისწავლონ და აკონტროლონ მომხმარებლების საქმიანობის, გემოვნებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინტიმური დეტალები, რაც ხელს უწყობს მეთვალყურეობის კაპიტალიზმს სახლებში (Woods, 2018). 

გენდერის ნიშნით დაყოფილი ტექნოლოგიების ფემინისტური დეკონსტრუქცია წარმოშობს მნიშვნელოვან კითხვებს ტექნოლოგიასა და ძალაუფლებას, პირად ცხოვრებასა  და კაპიტალს, გენდერსა და მედიას შორის არსებულ რთულ ურთიერთობებზე (Woods, 2018), რაც ხელს უწყობს ტექნოლოგიების შესახებ დისკუსიებს მენეჯმენტისა და ორგანიზაციულ კვლევებში. აქ, ფემინისტური თეორია ნათელს ჰფენს ტექნოლოგიური დისკუსიების უმეტესწილად კონსერვატიულ პოლიტიკას, გვიჩვენებს, თუ როგორ ერგება თანამედროვე ტექნოლოგიები პატრიარქალურ სტატუს კვოს, ნაცვლად იმისა, რომ ინტერსექციური გენდერული ურთიერთობები გარდაქმნას.

 

ემანსიპატორული ტექნოლოგია? 

ტექნოლოგიის ფემინისტური თეორიების მესამე ძირითადი საკითხი ხაზს უსვამს ტექნოლოგიებისა და ციფრული მედიის პოტენციურ ემანსიპატორულ ზეგავლენას გენდერული უთანასწორობის გაუქმების ან/და ინტერსექციური გენდერული ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობის შესწავლით. არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი, რომ ინტერნეტის ვირტუალურობა საშუალებას აძლევს ქალებს და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს გაექცნენ სხეულით გამოწვეულ უთანასწორობას, აძლევს მათ უფლებას ჩამოაყალიბონ საკუთარი იდენტობა ონლაინ რეჟიმში და საკუთარი პირობებით მიიღონ მონაწილეობა ტექნოლოგიაში. მაგალითად, Stitch’nBitch მოძრაობა, ქალების ოფლაინ და ონლაინ შეხვედრები აქტივისტურ, კიბერფემინისტურ ქსოვის წრეებში, გაანალიზებულია, როგორც ფენომენი, რომელშიც გენდერის, ტექნოლოგიებისა და საზოგადოების წარმოება და მოხმარება ერთმანეთს ეჯახება და ახალი მატერიალურობის მაგალითს ქმნის (Minahan & Cox, 2007).

დიქოტომიების კრიტიკულად განხილვა და მათ შორის საზღვრების წაშლა, როგორც უკვე აღინიშნა, ფემინისტური აზროვნების ძირითადი მახასიათებელია, ხოლო ტექნოლოგიების სფეროში ის ეხება საზღვრებს ადამიანსა და სხვას, რაც არ არის ადამიანი, ორგანიზმსა და მანქანას, სხეულსა და გონებას, ქალურობასა და მამაკაცურობას შორის. ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორებიცაა ქვიარ თეორია, ანსამბლეის თეორია და გენდერული ნიშნით  დაყოფილი სუბიექტურობის პერფორმატიულობაზე მუშაობა, ფემინისტური ტექნოლოგიების კვლევებმა შეიძლება შეისწავლოს, თუ როგორ იწარმოება გენდერული ნიშნით დაყოფილი სუბიექტურობა ტექნოლოგიასთან ერთად მრავალი ფორმით, იმის ნაცვლად, რომ გენდერის და სექსუალობის წინასწარ განსაზღვრული ბინარული გზებით არსებობა დაუშვას (Landström, 2007). კიდევ ერთი თეორიული ცნება ტრადიციული ბინარულობის გადასალახად არის კიბორგი. დონა ჰარავეი თავის ცნობილ მანიფესტში კიბორგ-ფემინიზმს, მანქანებისა და ადამიანების ჰიბრიდულობას და საზღვრების გაბუნდოვნებას წარმოადგენს როგორც „გენდერის გარეშე სამყაროს წარმოსახვის უტოპიური ტრადიციის“ (Haraway, 1987, გვ. 3) ნაწილს. კიბორგებზე ყურადღების გამახვილება წინა პლანზე აყენებს სხეულს - ძირითად ფემინისტურ თემას, და ხაზს უსვამს იმას, რომ სხეულების კვეთა ტექნოლოგიასთან ასხვაფერებს ბუნებასაც და კულტურასაც, რაც ქმნის შესაძლებლობებს ქალებისათვის. კიბორგები წარმოადგენენ პოსტადამიანური იდენტობის ნიმუშებს, ყურადღებას ამახვილებენ სხეულის სოციომატერიალურობაზე და გენდერული განსხეულების შესაძლო ახალ ფორმებზე (Balsamo, 1996). თუმცა, ემანსიპატორული იმედები კიბორგებთან დაკავშირებით ხანდახან საფუძველს მოკლებულია, რადგან მათ ასევე შეუძლიათ ჰეგემონური ძალაუფლებრივი ურთიერთობების წარმოება და არა შეცვლა (Muhr, 2011). კიბორგ-ფემინიზმი მოგვიწოდებს ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის ახალი ურთიერთობების დამყარებისაკენ ხელოვნური ინტელექტისა და გენდერის ინტერსექციურ მომიჯნავე პროექტებში.

საბოლოო ჯამში, ამ  ქვეთავმა იმას მიაპყრო ჩვენი ყურადღება, თუ როგორ ჰფენს ნათელს ტექნოლოგიის ფემინისტური თეორიები ტექნოლოგიების იმ განზომილებებს, რომლებზეც სხვაგან პრაქტიკულად არ საუბრობენ. რთული კონცეფციები და ცოდნა იმის შესახებ, თუ სოციომატერიალურობა როგორ ახდენს გავლენას და განსხეულება როგორ აყალიბებს და ყალიბდება გენდერული ტექნოლოგიების, დიგიტალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, არღვევს მიუკერძოებელი ინოვაციებისა და უტილიტარული პროგრესის თაობაზე გავრცელებულ ზღაპრებს. ისინი აჩვენებენ, თუ რატომ არის ტექნოლოგიის დიდი გამოწვევა ასევე გარდაუვლად პოლიტიკური ბრძოლა ორგანიზაციებში ინტერსექციური გენდერული უთანასწორობის გამო, და ის, რაც პოტენციურად შეიძლება სრულიად სხვაგვარად განხორციელდეს. ამ ნაშრომის შედეგები იმაში მდგომარეობს, რომ დომინანტური კლასიკური ბინარულობები ტექნოლოგიის სფეროში ხშირად კარგავს ბუნებრიობას და ლეგიტიმაციას და სულ უფრო მეტადაა აღიარებული, როგორც ტექნოლოგიის გენდერული პრობლემები (Sutko, 2020). ტექნოლოგიის პოლიტიკის ეს ფემინისტური გაანალიზება შეიძლება მივიჩნიოთ აუცილებელ პირველ ნაბიჯად, რომელსაც მოჰყვება სხვა, დამაფიქრებელი ნაბიჯები, როგორებიცაა ალტერნატიული, ემანსიპატორული ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა.  შესაძლოა, ორგანიზაციებში ამჟამად არსებული ძალაუფლებრივი ურთიერთობები ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ „ხელოვნური ინტელექტის ჩვენი სისტემები ფემინისტები გახდნენ“ (Wellner & Rothman, 2020), მაგრამ სწორედ ეს გვჭირდება. ფემინისტურმა ტექნოლოგიურმა ცოდნამ და ცოდნის წარმოების რელატიურმა რეჟიმებმა პერფერიიდან ცენტრში უნდა გადაინაცვლოს, თუ გვსურს განვავითაროთ მომავლის ტექნოლოგიები, რომელთაც ექნებათ ემანსიპატორული პოტენციალი და ხელს შეუწყობენ ინტერსექციურ თანასწორობას.

ფემინისტური თეორიები იმ გამოწვევების შესახებ, რასაც კლიმატის ცვლილება უქმნის ორგანიზაციებს

ორგანიზაციებისათვის ბოლო დიდი გამოწვევა, რომელსაც აქ განვიხილავთ, არის კლიმატის ცვლილება. კლიმატის ცვლილება ეგზისტენციალური გამოწვევაა ორგანიზაციებისა თუ საზოგადოებისთვის და, მეტიც, საფრთხეს უქმნის დედამიწაზე ადამიანთა და დანარჩენი ცოცხალი სამყაროს სიცოცხლის პერსპექტივას. მიუხედავად ამისა, ბიზნესები მიდრეკილნი არიან, რომ გადაუდებელი და მზარდი ეკოლოგიური კრიზისის (გლობალური დათბობის, ექსტრემალური ამინდის, ზღვის დონის აწევის, გარემოს დაბინძურების, სახეობების გადაშენებისა და ცხოველებისაგან გავრცელებული დაავადებების) პასუხად მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ. თუ კრიტიკულად განვიხილავთ გარემოს დაცვასა და მდგრადობაზე კორპორაციების წარმოდგენებს, დავინახავთ რომ ბიზნესზე ზრუნვა ორგანიზაციების მთავარ ჩარჩოდ რჩება, რომელიც მდგრადობისათვის გაწეულ ძალისხმევას მოგების ზრდაში მათი წვლილის საფუძველზე აფასებს. ცვლილებებისათვის ეს არაეფექტურია, რამდენადაც ამ მიდგომით “ბუნება” მართვად მოცემულობამდე დაიყვანება, ამასთან, ის წარმოშობს გენდერულ უთანასწორობას და აძლიერებს პატრიარქატის გაბატონებულ ლოგიკას (Irving & Helin, 2018; Phillips, 2019).

 

გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება არსებითად ფემინისტური პრობლემაა (Zoloth, 2017). ფემინისტური თეორიები სადავოს ხდის კლიმატის ცვლილების საკითხის დაყვანას გარემოსდაცვით სამეცნიერო პრობლემამდე. ეს თეორიები აჩვენებენ, რომ ამ პრობლემების შესამსუბუქებლად და ადაპტირებისთვის არასაკმარისია  რაციონალური, ტექნოლოგიური და სამეცნიერო გადაწყვეტის გზები. ნაცვლად ამისა, ფემინისტური თეორიები არგუმენტირებულად გვთავაზობენ აფექტურ, მორალურ და პოლიტიკურ პროექტს (Bee, Rice, & Trauger, 2015; Gaard, 2015). წინამდებარე ქვეთავი დაგვანახებს, თუ როგორ გვთავაზობს კლიმატური ცვლილების ფემინისტური თეორიები მდიდარ კონცეპტუალურ ცნებებს იმისათვის, რომ ორგანიზაციებსა და გარემოს, ადამიანებსა და ბუნებას შორის ურთიერთობები გადავიაზროთ . 

 

ეკოფემინიზმი არის კლიმატის ცვლილების თანამედროვე ფემინისტური თეორიების საფუძველი. ტერმინი შემოღებულია 1970-იან წლებში, 1990-იან წლებში კი ის ესენციალისტურობის არგუმენტით დისკრედიტირდა (“ქალის” ჩაგვრა გაათანაბრა “ბუნების” ჩაგვრასთან), თუმცა დღევანდელ ეკოლოგიურ კრიზისში ამ ტერმინმა კვლავაც დაიმკვიდრა ადგილი, რამდენადაც ერთმანეთთან დააკავშირა ინტერსექციური ფემინიზმი, ეკოლოგიური თეორიები და აქტივიზმი (Gaard, 2011; Plumwood, 2004). არსებობს ეკოფემინიზმის მრავალფეროვანი ვარიაციები, რომლებიც ფემინიზმის სხვადასხვაგვარ ფილოსოფიასა თუ პოლიტიკას შეესაბამება და რომლებიც სხვადასხვა ცნებით აღინიშნება, როგორიცაა ფემინისტური გარემოს დაცვა, ქვიარ ეკოლოგია, გენდერი და გარემო, გენდერი და კლიმატის ცვლილება (Warren, 2000). ამ მდიდარი ნაირსახეობიდან დეტალურად განვიხილავ სამ არსებით საკითხს. პირველი შეეხება გლობალური კაპიტალიზმის კრიტიკას და მის მიერ წარმოებულ ინტერსექციურ უთანასწორობას; მეორე აკრიტიკებს განზოგადებულ დუალიზმებს დასავლურ აზროვნებაში; მესამე საკითხი კი სცდება კრიტიკას და შეეხება კლიმატური სამართლიანობის ალტერნატივის ფემინისტურ თეორეტიზებასა და კლიმატის მართვის ორგანიზაციულ პასუხისმგებლობას, დამყარებულს ფემინისტური ზრუნვის ეთიკაზე. 

 

კაპიტალიზმის კრიტიკა 

 

პირველი საკითხი ჩამოყალიბდა ინტერდისციპლინური კრიტიკული ფემინიზმის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილებას განიხილავს, როგორც გენდერულად, კლასობრივად და რასობრივად განპირობებულ ინტერსექციურ ფენომენს; რომელიც გადაჯაჭვულია გლობალურ კაპიტალიზმთან და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში სხვადასხვაგვარი გავლენა აქვს უთანასწორობაზე. გენდერული დაყოფის  მოწყვლადობის ცნება, რომელიც ყოველთვისაა გადაჯაჭვული რასასთან, ეთნიკურობასა და კლასთან, დამკვიდრდა იმისათვის, რომ გააანალიზოს, გლობალურ კაპიტალიზმში კლიმატის ცვლილება როგორ (კვლავ)აწარმოებს კონტექსტუალიზებულ სოციალურ უთანასწორობას. ეს საკითხი წინ წამოსწიეს ფემინისტმა მეცნიერებმა, რომლებიც გლობალურ სამხრეთში გენდერულ უთანასწორობას სწავლობენ. აღნიშნული ანალიზი ცხადყოფს, რომ კლიმატური ცვლილების მატერიალური ტვირთი აწვება ღარიბ ქალებსა და ბავშვებს გლობალური სამხრეთის განვითარებად ქვეყნებში. შესაბამისად, კლიმატით გამოწვეული რესურსების დეფიციტის გამო მათ უწევთ მეტი შრომა საკვების, წყლის და ენერგიის მოსაპოვებლად. კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადობა დაკავშირებულია უფრო ფართო სოციალურ, ეკონომიკურ და კოლონიურ ისტორიასა და სამომხმარებლო კაპიტალიზმთან (Pearse, 2017). მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილების წინა ხაზზე მყოფი ქალებისა და კაცების მოწყვლადობის დოკუმენტირება მნიშვნელოვანია, ფემინისტური ანალიზი ყველანაირად ცდილობს თავი აარიდოს ვიქტიმიზაციას. ის ასევე ხაზს უსვამს ქალებისა და კაცების სიტუაციური ცოდნის, აგენტობისა და წინააღმდეგობის მნიშვნელობას კლიმატის გამოწვევებზე მათ პასუხებსა და ადაპტაციის გზებში (Moosa & Tuana, 2014). 

 

თეორიული კავშირების გავლება ფემინიზმს, კაპიტალიზმსა და ეკოლოგიას შორის დამაიმედებელი გზა ჩანს იმისათვის, რომ შეეწინააღმდეგოს გენდერულ ჩაგვრას, გარემოს განადგურებას და კაპიტალიზმს შორის სტრუქტურულ კავშირს. მარქსისტული ეკოფემინიზმისა და მატერიალისტური ეკოფემინიზმის ნააზრევთა შეჯერებით, ოკსალა (2018) პრობლემად სახავს კაპიტალისტური დაგროვების ლოგიკასა და მის დამოკიდებულებას ქალთა რეპროდუქციული შრომის ექსპლუატაციაზე, ამასთან, ბუნებრივი რესურსების მოპოვებას კომპენსაციის გარეშე. მისი მტკიცებით, გარემოსა და ქალის რეპროდუქციულ შრომას აქვს ისეთი თავისთავადი ღირებულება, რომლის სრულად მონეტიზება და კომოდიფიცირება კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაში შეუძლებელია. ამასთან, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური სისტემა საბაზრო რეგულაციებით, რესურსების სამართლიანი გადანაწილება და მოგებისა თუ ზრდის გარდა სხვა ღირებულებების არსებობის შესაძლებლობა. 

 

დუალიზმის დეკონსტრუქცია 

 

ეკოფემინიზმის მეორე საკითხი პრობლემად სახავს იმას, თუ როგორ ემყარება დასავლური აზროვნება ურთიერთგადაჯაჭვულ დუალობებს, როგორიცაა ადამიანი/ბუნება, მასკულინური/ფემინური, განსჯა/ემოცია (Phillips, 2014). ბინარული ოპოზიციების დეკონსტრუქცია ფემინისტური აზროვნების ნიშანდობლივი და განმსაზღვრელი ელემენტია, რამდენადაც ის ცხადყოფს, რომ ბინარულობაც იერარქიულია. ეს კი საფუძველს უყრის სოციალურ მოწყობას, რომელიც მკაცრად დაყოფილია და რომელშიც ერთი მხარე უპირატესი და გაბატონებულია, ხოლო მეორე - დაქვემდებარებული და ჩაგრული. ეკოფემინიზმში ფუნდამენტური მიგნება ის არის, რომ დასავლურ აზროვნებაში დუალიზმი კულტურა/ბუნება გენდერული ნიშნითაა დაყოფილი, რადგანაც კაცი და მასკულინობა ასოცირებულია კულტურასთან, რაც დაფასებულია, ხოლო ქალი და ფემინურობა ასოცირებულია ბუნებასთან, რაც გაუფასურებულია. მერი ფილიპსი, ერთ-ერთი სულ რამდენიმე ფემინისტი და ორგანიზაციული მოაზროვნეთაგან, აღნიშნავს, “ეკოფემინისტური პროექტი გვთავაზობს შესაძლებლობას დეტალურად გავიაზროთ და, შესაბამისად, შევეწინააღმდეგოთ იმ გეზს, რომლითაც ბუნება და სხეული, ემოციურობა და ფემინურობა კონსტრუირებული და მარგინალიზებულია მასკულინური ლოგიკის მიერ, ინსტრუმენტულ რაციონალობაზე დაყრდნობით” (Phillips, 2014, p. 455). 

 

ეკოფემინიზმი განიხილავს ამგვარი დუალისტური დაყოფის ძალაუფლებრივ შედეგებს და, სანაცვლოდ, ყურადღებას ამახვილებს ელემენტების ურთიერთდამოკიდებულებასა და ერთიანობაზე (Irving & Helin, 2018; Plumwood, 1993). ადამიანები, ისევე როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები, ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია. ეს თეორია უკავშირდება პოსტჰუმანისტურ ფემინისტურ თეორიას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ანდროცენტრულ დაშვებებს ადამიანის განსაკუთრებულობისა და სახეობების იერარქიულობის შესახებ (Braidotti, 2016). მართალია, ახალი მატერიალისტური ფემინიზმის ნაირსახეობები არ შემოისაზღვრება მხოლოდ ადამიანთა სხეულებთან დაკავშირებული საკითხებით, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კლიმატის ცვლილების გავლენას სხვა სახეობებზე. ტრანსკორპორეალობის ცნება მატერიალურ ფემინიზმში გამოიყენება “ადამიანთა განსხეულების ფიზიკური ფაქტის სიცოცხლის სხვა გამოვლინებებთან, მატერიასთან და ენერგიასთან თანაარსებობაზე” ხაზგასასმელად (Gaard, 2015, p. 25). აქ ჩვენ ვხვდებით ფარდობით ონტოლოგიას, რომელიც ადამიანის კატეგორიის დეკონსტრუქციას ახდენს, ადამიანი გაჰყავს ეკოსისტემის ცენტრიდან, განიხილავს ადამიანის მიერ სხვა სახეობების ექსპლუატაციას და მათ ადამიანურისგან განსხვავებულ ბუნებას (Gaard, 2015). ასეთი ფარდობითი ონტოლოგია ჯერჯერობით ჩვეული რამ არ არის ორგანიზაციების რეალობაში, სადაც ჩვენ საკმაოდ ხშირად ვხედავთ, კორპორაციები როგორ ახდენენ ბუნების ინსტრუმენტალიზებასა და რაციონალიზებას ისეთ “პოლიტიკურ ეკონომიაში, რომელიც უპირატესობას ანიჭებს სიმდიდრის დაგროვებას ბუნების განადგურების ხარჯზე” (Ergene, Banerjee, & Hoffman, 2020, p. 4). ფემინისტი ეკონომისტები ავითარებენ თეორიულ ცნებებს, როგორიცაა სოციალური დაკმაყოფილება (Power, 2004) და სოციალური კვლავწარმოება (Bakker, 2007). ისინი გვთავაზობენ ბუნებრივი რესურსებისა და ქალების აუნაზღაურებელი შრომის გამოყენების რადიკალურად განსხვავებულ პერსპექტივას, ამახვილებენ რა ყურადღებას მატერიალური ცხოვრების უზრუნველყოფის ყოველდღიურ პრაქტიკებზე, ადამიანებსა და დანარჩენ ცოცხალ სამყაროს შორის კავშირსა და ორგანიზაციებში მათ კეთილდღეობაზე (Ergene, Calás, & Smircich, 2018). ფემინისტური მიდგომები გვეხმარება კლიმატის ცვლილების დიდ გამოწვევებს გავუმკლავდეთ ადამიანებისა და ორგანიზაციების დეცენტრალიზებით, მათი განთავსებით უფრო ფართო ეკოსისტემებში ისე, რომ მათი ჰეგემონური ძალაუფლება დაირღვეს. 

 

ზრუნვის ეთიკა 

 

ახლა კი განვიხილავთ მესამე და საბოლოო საკითხს, რომელიც ეხება კლიმატური სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის ნორმატიული მიდგომების  ფემინისტურ ფილოსოფიურ კრიტიკას. კლიმატის ნეოლიბერალური მართვისაგან განსხვავებით, რომელიც ინდივიდუალურ ქმედებასა და ქცევით არჩევანს ემყარება, ფემინისტური კლიმატური სამართლიანობა ხაზს უსვამს, რომ სისტემატური გადანაწილება უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და ორგანიზაციების კოლექტიური, კოორდინირებული ქმედებით (Bee et al., 2015). კლიმატის ფემინისტური ეთიკა წინა პლანზე სწევს ურთიერთდაკავშირებულობას, ვალდებულებას, პასუხისმგებლობას, სოლიდარობასა და ზრუნვას, რამდენადაც ის შთაგონებულია ზრუნვის აღქმით ფემინისტური ეთიკის მორალური გადასახედიდან (Gilligan, 1982). ის იწყება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კონკრეტული სიტუაციებისა და ცხოვრებისეული გამოცდილებების აღწერით, რეფლექსირებს რა იმაზე, თუ რას ნიშნავს კარგი ცხოვრება და მსოფლიოსზე ზრუნვა (Allison, 2017). 

 

ზრუნვის ფემინისტური ეთიკა მოითხოვს რელატიურ “მე”-ს, ჩანერგილს საზოგადოებაში და, ამასთან, კონკრეტულ სხვასთან თანაცხოვრებისა და მისი გაგების უნარს, პასუხისმგებლობის აღებასა და გაცნობიერებას, თუ სხვისი რა გვმართებს (Moosa & Tuana, 2014; Zoloth, 2017). ზრუნვის ეთიკის რელატიურ ონტოლოგიაში ადამიანისა და გარემოს ურთიერთობა ორმხრივია - ადამიანი რეაგირებს კლიმატზე, ხოლო კლიმატი ჩვენს ზემოქმედებას განიცდის. ფილიპსის (2019, p. 1161) მტკიცებით, ზრუნვა გვთავაზობს ისეთ სამყაროში ისე ცხოვრების გზებს, რომელშიც შესაძლებელია დამყარდეს აზრით დატვირთული, თანაგრძნობით სავსე და ყურადღებიანი ურთიერთობა ბუნებასთან, ადამიანებთან და დანარჩენ სამყაროსთან. ის გვაფრთხილებს, რომ ზრუნვა არ გვთავაზობს მარტივ გამოსავლებს, ზრუნვის მოთავსება ცენტრში კი მოითხოვს ფუნდამენტურად განსხვავებულ ადამიანურ ბუნებასა და არსებითად განსხვავებული ურთიერთობების ორგანიზებას. ეკოფემინიზმი ხაზს უსვამს თანაგრძნობის, ზრუნვის, ემპათიის და ცოცხალი სამყაროს სიყვარულს როგორც ღირებულებებს, ურთიერთზრუნვის ვალდებულებებისა და საყოველთაო სამუშაო სამართლიანობის აღიარებით (Allison, 2017).

 

საბოლოო ჯამში, ეს ქვეთავი ცხადყოფს, რომ ფემინიზმი არის არა რიგითი მიდგომა, რომელიც კლიმატის ცვლილებას განიხილავს, როგორც ორგანიზაციებისადმი გამოწვევას, არამედ ის მოიცავს ორგანიზაციების რადიკალურ ცვლილებას და ორგანიზებას კონვენციონალური თეორიებისა და ცოდნის ფორმების საშუალებით (Bell et al., 2020). რამდენადაც მიგნებათა უმრავლესობა  ფილოსოფიურ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ დისციპლინებში ფემინისტური მუშაობის შედეგია, ფემინისტურმა ორგანიზაციულმა თეორიებმაც უნდა შემოიღონ ეს ინტერდისციპლინური სამუშაო მიდგომა და ამგვარადვე განიხილონ, თუ როგორ შეცვალონ ორგანიზაციების როლი კლიმატის ცვლილებაში. კვლავაც აღვნიშნავ, რომ ორგანიზაციები პრობლემის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათ ასევე შეუძლიათ ამ პრობლემების გადაჭრაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ჩემი მტკიცებით, კლიმატის ცვლილების ფემინისტური ორგანიზაციული თეორიები ხელსაყრელ პოზიციაში არიან იმისათვის, რომ ორგანიზაციების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობების ურთიერთკავშირისა და დაძაბულობის თეორეტიზება უზრუნველყონ. ამ სფეროში არსებობს უამრავი საკვლევი საკითხი და დანაკლისი (Grosser & Moon, 2019) და სწორედ აქ და ახლა არსებობს ფემინისტური ორგანიზაციული თეორიის კვლევითი დღის წესრიგის გადაუდებელი საჭიროება.  

 

დასკვნითი შენიშვნები

ეს ნაშრომი მიზნად ისახავდა ორგანიზაციებისთვის არსებულ სამ დიდ გამოწვევაზე -  უთანასწორობა, ტექნოლოგია და კლიმატის ცვლილება, ფემინისტური პასუხების განხილვას. მან გვიჩვენა, რომ ფემინისტურ თეორიებს ბევრი რამის შეთავზება შეუძლია მენეჯმენტისა და ორგანიზაციული თეორიებისათვის, როგორც დომინანტური ჩარჩოების კრიტიკით, ისე ალტერნატიული კონცეპტუალიზაციისა და ღირებულებითი სისტემების ჩამოყალიბების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტური თეორიები ამ დიდი გამოწვევებზე, რა თქმა უნდა, ჰეტეროდოქსულია, ისინი ანალიზის მრავალ დონეზე გამოხატავენ წუხილს რთული ინტერსექციური გენდერულად განპირობებული უთანასწორობის გახანგრძლივების გამო. ამ ნაშრომის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შორდება მოსახერხებელ აბსტრაქციებს „აქტორების“ ან „დაინტერესებული მხარეების“ შესახებ და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტული „სხვების“ ცოცხალ რეალობაზე, რომლებიც კლასის, სქესის, რასისა და ეთნიკური მიკუთვნებულობის მრავალ კვეთაზე და სხვადასხვა გეოპოლიტიკურ წერტილში,  უმკლავდებიან გლობალიზებული მიწოდების ჯაჭვების ბნელ მხარეებს, ტექნოლოგიურ ჩანაცვლებასა და გარემოს განადგურებას. გარდა ამისა, ეს სტატია გვიჩვენებს, რომ უთანასწორობა გარდაუვალი არ არის, არამედ ორგანიზების კონკრეტული კაპიტალისტური და პატრიარქალური ფორმების შედეგია.

 

ამას სერიოზული ზეგავლენა აქვს იმაზე, თუ როგორ ყალიბდება და გვარდება დიდი გამოწვევების პრობლემები. წინამდებარე მოსაზრებები ორგანიზაციულ კვლევებში დიდი გამოწვევების გადასაჭრელად ეხება ერთობლივ არქიტექტურას, მრავალმნიშვნელოვან ჩანაწერებსა და განაწილებულ ექსპერიმენტებს (Ferraro, Etzion, & Gehman, 2015).  ისინი გვთავაზობენ მნიშვნელოვან იდეებს მრავალი აქტორის მონაწილეობისკენ მოწოდების, ძირითადი ინტერვენციებისთვის ინტერპრეტაციული სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით (Benders & Van Veen, 2001), და იტერატიული დასწავლის პროცესის მეშვეობით. მაგრამ ისინი კვლავ აბსტრაქტულ აქტორებს მიმართავენ და უპირატესობას ანიჭებენ მართვისა და დიზაინის ტრადიციულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თვალს ხუჭავენ ფემინისტური თეორიების მეშვეობით გამოვლენილ ძალაუფლებრივ უთანასწორობაზე. ოდრი ლორდის სიბრძნის გათვალისწინებით, რომ ბატონის სახლს ბატონისვე ნაბოძები ხელსაწყოებით ვერ დაანგრევ, ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სხვა სახის ხელსაწყოები წარმოვიდგინოთ და შევქმნათ. ფემინისტური შრომა „ცხადყოფს, რომ არსებობს ეკონომიკისა და ეკოლოგიის ვარიანტები იმის მიღმა, რისი თქმაც და ცოდნაც დასაშვებია მენეჯმენტისა და ორგანიზაციულ კვლევებში განვითარებული საბაზრო კაპიტალიზმის პირობებში“ (Ergene et al., 2018, გვ. 222). თუნდაც სრულად ჩამოყალიბებული პასუხის გარეშე კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დავორგანიზდეთ ინტერსექციური თანასწორობისთვის, განვავითაროთ ემანსიპატორული ტექნოლოგიები და დავნერგოთ ადამიანურ და ბუნებრივ სამყაროზე ზრუნვის ფემინისტური ეთიკა, ამგვარი მისწრაფებების ქონითაც შეიძლება შეიცვალოს და უნდა შეცვალოს ორგანიზების პრაქტიკები.

განცხადება ინტერესთა კონფლიქტის შესახებ

ავტორის განცხადებით, არ არსებობს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი, დაკავშირებული აღნიშნული სტატიის პუბლიკაციასთან, კვლევასა და/ან ავტორობასთან. 

დაფინანსება

ავტორს არ მიუღია არანაირი დაფინანსება აღნიშნული სტატიის პუბლიკაციისათვის, კვლევისა და/ან ავტორობისთვის. 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Acker, J. (1990). Hierarchies, jobs, bodies: A theory of gendered organizations. Gender and Society, Acker,  J.  (1992).  Gendering  organizational  theory.

In A. J. Mills & P. Tancred (Eds.), Gendering organizational           analysis                (pp.        248–260). Newbury Park, CA: SAGE Publications.

Acker, J. (2006). Inequality regimes: Gender, class, and  race  in  organizations.  Gender  &  Society, 20, 441–464.

Adib,  A.,  &  Guerrier,  Y.  (2003).  The  interlocking of  gender  with  nationality,  race,  ethnicity  and class: The narratives of women in hotel work. Gender Work and Organization, 10, 413–432.

Ahmed, S. (2004). Affective economies. Social Text, 22, 117–139.

Alamgir,  F.,  &  Banerjee,  S.  B.  (2019).  Contested compliance  regimes  in  global  production  net- works:  Insights  from  the  Bangladesh  garment industry. Human Relations, 72, 272–297.

Allison, E. (2017). Toward a feminist care ethic for climate change. Journal of Feminist Studies in Religion, 33, 152–158.

Amis, J. M., Mair, J., & Munir, K. A. (2020). The organizational     reproduction     of    inequality. Academy of Management Annals, 14, 195–230.

Andrijasevic,  R.,  Rhodes,  C.,  &  Yu,  K.-H.  (2019). Foreign  workers:  On  the  other  side  of  gen- dered,   racial,   political   and   ethical   borders. Organization, 26, 313–320.

Arruzza, C., Bhattacharya, T., & Fraser, N. (2018). Notes   for   a   feminist   manifesto.   New   Left Review, 114 (Nov Dec 2018), 113–134.

Ashcraft,  K.,  &  Mumby,  D.  K.  (2003).  Reworking gender: A feminist communicology of organiza- tion. London: SAGE Publications.

Atewologun,   D.,   Sealy,   R.,   &   Vinnicombe,   S. (2016).  Revealing  intersectional  dynamics  in organizations: Introducing ‘intersectional iden- tity work’. Gender, Work & Organization, 23, 223–247.

Bair,  J.  (2010).  On  difference  and  capital:  Gender and   the   globalization   of   production. Signs: Journal  of  Women  in  Culture  and  Society, 36(1), 203–226.

Bakker, I. (2007). Social reproduction and the con- stitution of a gendered political economy. New Political Economy, 12, 541–556.

Balsamo,  A.  M.  (1996).  Technologies  of  the  gen- dered body: Reading cyborg women. Durham, NC: Duke University Press.

Bee, B. A., Rice, J., & Trauger, A. (2015). A femi- nist  approach  to  climate  change  governance: Everyday   and   intimate   politics.   Geography Compass, 9(6), 339–350.

Bell,   E.,   Meriläinen,   S.,   Taylor,   S.,   &   Tienari, J.   (2019).   Time’s   up!   Feminist   theory   and activism  meets  organization  studies.  Human Relations, 72, 4–22.

Bell,  E.,  Meriläinen,  S.,  Taylor,  S.,  &  Tienari,  J. (2020).  Dangerous  knowledge:  The  political, personal, and epistemological promise of femi- nist  research  in  management  and  organization studies.  International  Journal  of  Management Reviews, 22, 177–192.

Bell, E. L. J., & Nkomo, S. M. (2001). Our separate ways: Black and white women and the struggle for professional identity. Boston, MA: Harvard Business Press.

Benders,  J.,  &  Van  Veen,  K.  (2001).  What’s  in  a fashion?  Interpretative  viability  and  manage- ment fashions. Organization, 8, 33–53.

Bendl, R., Bleijenbergh, I., Henttonen, E., & Mills, A.J. (2015). The Oxford handbook of diversity in organizations. Oxford: Oxford University Press.

Benschop, Y., & Verloo, M. (2016). Feminist organization theories: Islands of treasure. In R. Mir, H.   Wilmott,   &   M.   Greenwood   (Eds.),   The Routledge companion to philosophy in organization studies. London: Routledge.

Bergen,  H.  (2016).  ‘I’d  blush  if  I  could’:  Digital assistants,  disembodied  cyborgs  and  the  prob- lem  of  gender.  Word  and  Text,  A  Journal  of Literary Studies and Linguistics, 6, 95–113.

Berry,  D.  P.,  &  Bell,  M.  P.  (2012).  ‘Expatriates’: Gender,  race  and  class  distinctions  in  inter- national    management.                Gender,    Work & Organization, 19, 10–28.

Bhambra, G. K. (2014). Postcolonial and decolonial dialogues. Postcolonial Studies, 17, 115–121.

Boogaard, B., & Roggeband, C. (2010). Paradoxes of  intersectionality:  Theorizing  inequality  in the  Dutch  police  force  through  structure  and agency. Organization, 17, 53 –75.

Braidotti, R. (2016). Posthuman feminist theory. In L. Disch & M. Hawkesworth (Eds.), The Oxford handbook of feminist theory (pp. 673). Oxford: Oxford University Press.

Brussevich,  M.,  Dabla-Norris,  M.  E.,  &  Khalid,  S. (2019). Is technology widening the gender gap? Automation  and  the  future  of  female  employ- ment. Washington, DC: International Monetary Fund.

Buzzanell, P. M. (1994). Gaining a voice: Feminist organizational                                 communication                 theorizing. Management   Communication   Quarterly,   7, 339–383.

Calás, M., & Smircich, L. (1996). From ‘the wom- an’s’  point  of  view:  Feminist  approaches  to organization studies. In S. Clegg, C. Hardy, & W. Nord (Eds.), Handbook of organization stud- ies (pp. 218–257). London: SAGE Publications.

Calás, M., & Smircich, L. (2006). From the ‘wom- an’s point of view’ ten years later: Towards a feminist  organization  studies.  In  S.  Clegg,  C. Hardy,  T.  Lawrence,  &  W.  Nord  (Eds.),  The Sage  Handbook  of  Organization  Studies  (pp.284–346). London: SAGE Publications.

Calás,   M.,   Smircich,   L.,   &   Bourne,   K.   (2009). Extending  the  boundaries:  Reframing  ‘entre- preneurship as social change’ through feminist perspectives. Academy of Management Review, 34, 552–569.

Cascio, W. F., & Montealegre, R. (2016). How tech- nology  is  changing  work  and  organizations. Annual  Review  of  Organizational  Psychology and Organizational Behavior, 3, 349–375.

Cho,  S.,  Crenshaw,  K.  W.,  &  McCall,  L.  (2013). Toward   a   field   of   intersectionality   studies: Theory,  applications,  and  praxis.  Signs38, 785–810.

Choo,  H.  Y.,  &  Ferree,  M.  M.  (2010).  Practicing intersectionality   in   sociological   research:   A critical   analysis   of   inclusions,   interactions, and  institutions  in  the  study  of  inequalities. Sociological Theory, 28, 129–149.

Cockburn, C. (1983). Brothers: Male dominance and technological change. London: Pluto Press.

Collins, P. H. (2015). Intersectionality’s definitional dilemmas.  Annual  Review  of  Sociology41, 1–20.

Collins, P. H., & Bilge, S. (2020). Intersectionality.

Chichester, UK: John Wiley & Sons.

Connell, R. (2019). New maps of struggle for gen- der  justice:  Rethinking  feminist  research  on organizations   and   work.   Gender,   Work   & Organization, 26, 54–63.

Cornelissen, J., & Höllerer, M. A. (2019). An open and inclusive space for theorizing: Introducing Organization   Theory.   Organization   Theory, 1(1), 1–5.

Crenshaw, K. (1989). Demarginalizing the intersec- tion of race and sex: A Black feminist critique of  antidiscrimination  doctrine,  feminist  theory and  antiracist  politics.  University  of  Chicago Legal Forum, 1989, 139.

Crenshaw,  K.  (1997).  Intersectionality  and  identity politics: Learning from violence against women of colour. In M. L. Shanley & U. Narayan (Eds.), Reconstructing   political   theory.   Cambridge: Polity Press.

Crenshaw,   K.   W.   (2017).   On   intersectionality: Essential writings. London: The New Press.

Desai, M., & Rinaldo, R. (2016). Reorienting gender and  globalization:  Introduction  to  the  special issue. Qualitative Sociology, 39, 337–351.

Dhamoon,  R.  K.  (2011).  Considerations  on  main- streaming  intersectionality.  Political  Research Quarterly, 64, 230–243.

Ehrenreich, B., Hochschild, A. R., & Kay, S. (2003).

Global woman: Nannies, maids, and sex work- ers  in  the  new  economy.  Basingstoke,  UK: Macmillan.

Eisenhardt, K. M., Graebner, M. E., & Sonenshein, S.   (2016).   Grand   challenges   and   inductive methods: Rigor without rigor mortis. Academy of Management Journal, 59, 1113–1123.

Eisenstein,          H.    (2005).          A             dangerous    liaison? Feminism and corporate globalization. Science & Society, 69, 487–518.

Ely,  R.  J.,  &  Meyerson,  D.  E.  (2000).  Theories  of gender  in  organizations:  A  new  approach  to organizational analysis and change. Research in Organizational Behavior, 22, 103–152.

England, P. (1992). Comparable worth: Theories and evidence. New York: Transaction Publishers.

Ergene,   S.,   Banerjee,   S.   B.,   &   Hoffman,   A. (2020).               (Un)Sustainability            and     organiza- tion                studies:                Towards    a        radical   engage- ment.                  Organization     Studies. https://doi. org/10.1177/0170840620937892

Ergene,  S.,  Calás,  M.  B.,  &  Smircich,  L.  (2018).

Ecologies of sustainable concerns: Organization theorizing for the anthropocene. Gender, Work & Organization, 25, 222–245.

Essers, C., Doorewaard, H., & Benschop, Y. (2013).

Family   ties:   Migrant   female   business   own- ers  doing  identity  work  on  the  public–private divide. Human Relations, 66, 1645–1665.

Eyssel, F., & Hegel, F. (2012). (s)he’s got the look: Gender  stereotyping  of  robots  1.  Journal  of Applied Social Psychology, 42, 2213–2230.

Ferguson,   K.   E.   (2017).   Feminist   theory   today. Annual  Review  of  Political  Science20,  269–286.

Ferraro,   F.,   Etzion,   D.,   &   Gehman,   J.   (2015). Tackling          grand    challenges           pragmatically: Robust  action  revisited.  Organization  Studies, 36, 363–390.

Fraser, N. (2009). Feminism, capitalism and the cun- ning of history. New Left Review (56).

Fraser, N., Arruzza, C., & Bhattacharya, T. (2019). Feminism for the 99%. London: Verso.

Frenkel,  M.,  &  Shenhav,  Y.  (2006).  From  bina- rism  back  to  hybridity:  A  postcolonial  read- ing  of  management  and  organization  studies. Organization Studies, 27, 855–876.

Gaard, G. (2011). Ecofeminism revisited: Rejecting essentialism  and  re-placing  species  in  a mate- rial                      feminist               environmentalism.          Feminist Formations, 23(2), 26–53.

Gaard, G. (2015). Ecofeminism and climate change. Paper   presented   at   the   Women’s   Studies International Forum.

Gherardi,  S.  (2011).  Ways  of  knowing:  Gender as  a  politics  of  knowledge.  In:  Handbook  of gender,  work  and  organizations  (pp.  37–49). Chichester, UK: Wiley.

Gherardi, S. (2014). Organizations as symbolic gen- dered orders. In S. Kumra, R. Simpson, & R. J. Burke (Eds.), The Oxford handbook of gender in  organizations  (pp.  76–94).  Oxford:  Oxford University Press.

Gilligan, C. (1982). Inadifferentvoice:Psychological theory and women’s development. Cambridge, MA: Harvard University Press.

Grosser, K., & McCarthy, L. (2019). Imagining new feminist  futures:  How  feminist  social  move- ments contest the neoliberalization of feminism in  an  increasingly  corporate-dominated  world. Gender, Work & Organization, 26, 1100–1116.

Grosser, K., & Moon, J. (2019). CSR and feminist organization   studies:   Towards   an   integrated theorization  for  the  analysis  of  gender  issues. Journal of Business Ethics, 155, 321–342.

Haraway,   D.   (1987).   A   manifesto   for   cyborgs: Science, technology, and socialist feminism in the  1980s.  Australian  Feminist  Studies2(4), 1–42.

Harding,  N.,  Ford,  J.,  &  Fotaki,  M.  (2013).  Is  the ‘F’-word still dirty? A past, present and future of/for feminist and gender studies in organization. Organization, 20, 51–65.

Healy,   G.,   Bradley,   H.,   &   Forson,   C.   (2011). Intersectional   sensibilities   in   analysing   ine- quality regimes in public sector organizations. Gender, Work & Organization, 18, 467–487.

Herrera, G. (2013). Gender and international migra- tion:   Contributions   and   cross-fertilizations. Annual Review of Sociology, 39, 471–489.

Holvino,  E. (2010). Intersections: The  simultaneity of race, gender and class in organization studies. Gender Work and Organization, 17, 248–277.

Irving, S., & Helin, J. (2018). A world for sale? An ecofeminist reading of sustainable development discourse.  Gender,  Work  &  Organization25, 264–278.

Jarrett, K. (2015). Devaluing binaries: Marxist femi- nism  and  the  value  of  consumer  labour.  In  E. Fisher & C. Fuchs (Eds.), Reconsidering value and  labour  in  the  digital  age  (pp.  207–223). New York: Springer.

Jones, S., Martinez Dy, A., & Vershinina, N. (2019). ‘We  were  fighting  for  our  place’:  Resisting gender  knowledge  regimes  through  feminist knowledge  network  formation.  Gender,  Work & Organization, 26, 789–804.

Just, S. N. (2019). An assemblage of avatars: Digital organization  as  affective  intensification  in  the GamerGate                controversy.      Organization,    26, 716–738.

Kalleberg,  A.  L.  (2009).  Precarious  work,  insecure workers:  Employment  relations  in  transition. American Sociological Review, 74, 1–22.

Kelan,  E.  K.  (2008).  Emotions  in  a  rational  pro- fession:  The  gendering  of  skills  in  ICT  work. Gender, Work & Organization, 15, 49–71.

Kenny,  E.  J.,  &  Donnelly,  R.  (2020).  Navigating the  gender  structure  in  information  technol- ogy: How does this affect the experiences and behaviours  of  women?  Human  Relations73, 326–350.

Kenny,   M.   (2013).   A   feminist   institutionalist approach. In Gender and political recruitment (pp. 34–62). New York: Springer.

Kim, Y. (2017). Digital media and intergenerational migration:   Nannies   from   the   global   south. Communication Review, 20, 122–141.

Kumra, S., Simpson, R., & Burke, R. J. (2014). The Oxford  handbook  of  gender  in  organizations. Oxford: Oxford University Press.

Landström, C. (2007). Queering feminist technology studies. Feminist Theory, 8, 7–26. Lewis,  P.,  Benschop,  Y.,  &  Simpson,  R.  (2017). Postfeminism,               gender     and     organization. Gender, Work & Organization, 24, 213–225. Lindsay, S. (2008). The care–tech link: An examination of gender, care and technical work in health- care labour. Gender, Work & Organization, 15, 333–351.

Liu,  H.  (2018).  Re-radicalising  intersectionality  in organisation  studies.  Ephemera:  Theory  and Politics in Organization.

Minahan,  S.,  &  Cox,  J.  W.  (2007).  Stitch’nBitch: Cyberfeminism, a third place and the new mate- riality. Journal of Material Culture, 12, 5–21.

Mohanty,   C.   T.   (1988).   Under   Western   eyes: Feminist  scholarship  and  colonial  discourses. Feminist Review, 30(autumn), 61–88.

Mohanty, C. T. (2003). Feminism without borders: Decolonizing theory, practicing            solidarity. Durham, NC: Duke University Press.

Moosa,  C.  S.,  &  Tuana,  N.  (2014).  Mapping  a research agenda concerning gender and climate change: A review of the literature. Hypatia, 29, 677–694.

Muhr, S. L. (2011). Caught in the gendered machine: On the masculine and feminine in cyborg lead- ership.   Gender,   Work   &   Organization,   18, 337–357.

Nkomo,  S.  M.  (2011).  A  postcolonial  and  anti- colonial  reading  of  ‘African’  leadership  and management in organization studies: Tensions, contradictions  and  possibilities.  Organization, 18, 365–386.

Oksala,  J.  (2018).  Feminism,  capitalism,  and  ecol- ogy. Hypatia, 33, 216–234.

Oudshoorn, N., Saetnan, A. R., & Lie, M. (2002). On gender and things: Reflections on an exhibition on  gendered  artifacts.  Paper  presented  at  the Women’s Studies International Forum.

Ozkazanc-Pan,  B.    (2012).          Postcolonial        femi- nist             research:    Challenges0

and        complexi- ties.   Equality,   Diversity   and   Inclusion:   An International Journal, 31, 573–591.

Pearse, R. (2017). Gender and climate change. Wiley Interdisciplinary   Reviews:   Climate   Change, 8(2), e451.

Phillips,   M.   (2014).   Rewriting   corporate   envi- ronmentalism:              Ecofeminism, corporeality and  the  language  of  feeling.  Gender,  Work  & Organization, 21, 443–458.

Phillips,  M.  (2019).  ‘Daring  to  care’:  Challenging corporate environmentalism. Journal of Business Ethics, 156, 1151–1164.

Plumwood, V. (1993). Feminism and the mastery of nature. London: Routledge.

Plumwood, V. (2004). Gender, eco-feminism and the environment. In R. White (Ed.), Controversies in                environmental  sociology    (pp. 43–60). Cambridge: Cambridge University Press.

Power,  M.  (2004).  Social  provisioning  as  a  start- ing   point   for   feminist   economics.   Feminist Economics, 10(3), 3–19.

Prasad, A., & Prasad, P. (2002). Otherness at large: Identity  and  difference  in  the  new  globalized organizational  landscape.  In  I.  Aaltio  &  A.  J. Mills (Eds.), Gender, identity and the culture of organizations (pp. 57–71). London: Routledge.

Pullen, A., Lewis, P., & Ozkazanc-Pan, B. (2019). A critical moment: 25 years of Gender, Work and Organization.  Gender,  Work  &  Organization, 26, 1–8.

Ridgeway, C. L., & Correll, S. J. (2004). Unpacking the gender system: A theoretical perspective on gender  beliefs  and  social  relations.  Gender  & Society, 18, 510–531.

Rodriguez,  J.  K.,  Holvino,  E.,  Fletcher,  J.  K.,  & Nkomo,  S.  M.  (2016).  The  theory  and  praxis of  intersectionality  in  work  and  organisations: Where do we go from here? Gender, Work & Organization, 23, 201–222.

Rogan,  F.,  &  Budgeon,  S.  (2018).  The  personal  is political:  Assessing  feminist  fundamentals  in the digital age. Social Sciences, 7(8), 132.

Rottenberg, C. (2014). The rise of neoliberal femi- nism. Cultural Studies, 28, 418–437.

Rydzik, A., & Anitha, S. (2020). Conceptualising the agency of migrant women workers: Resilience, reworking  and  resistance.  Work,  Employment and Society, 34, 883–899.

Schiebinger,       L.,    &    Schraudner,       M.    (2011). Interdisciplinary       approaches        to    achieving gendered   innovations   in   science,   medicine, and  engineering  1.  Interdisciplinary  Science Reviews, 36, 154–167.

Schiller, A., & McMahon, J. (2019). Alexa, alert me when the revolution comes: Gender, affect, and labor in the age of home-based artificial intelligence. New Political Science, 41, 173–191.

Scully, M. A. (2002). Confronting errors in the meri- tocracy. Organization, 9, 396–401.

Søraa,  R.  A.  (2017).  Mechanical  genders:  How  do humans  gender  robots?  Gender,  Technology and Development, 21, 99–115.

Spivak, R. G. G. C., & Said, E. (1988). Selected sub- altern studies. Oxford: Oxford University Press. Sutko, D. M. (2020). Theorizing femininity in arti- ficial  intelligence:  A  framework  for  undoing technology’s gender troubles. Cultural Studies, 34, 567–592.

Tatli,  A.,  &  Özbilgin,  M.  F.  (2012).  An  emic approach  to  intersectional  study  of  diversity at work: A Bourdieuan framing. International Journal                   of            Management    Reviews,              14, 180–200.

Thomas,  R.,  &  Davies,  A.  (2005).  What  have  the feminists  done  for  us?  Feminist  theory  and organizational   resistance.   Organization,   12, 711–740.

Vachhani,  S.  J.,  &  Pullen,  A.  (2019).  Ethics,  poli- tics  and  feminist  organizing:  Writing feminist infrapolitics and affective solidarity into every- day sexism. Human Relations, 72, 23–47.

Van  den  Brink,  M.  (2015).  The  politics  of  knowl- edge: The responses to feminist research from academic   leaders.   Equality,   Diversity   and Inclusion:  An  International  Journal34,  483–495.

Van den Brink, M., & Benschop, Y. (2012a). Gender practices in the construction of academic excel- lence: Sheep with five legs. Organization, 19, 507–524.

Van Laer, K., & Janssens, M. (2011). Ethnic minor- ity  professionals’  experiences  with  subtle  discrimination in the workplace. Human Relations, 64, 1203–1227.

Verduijn,  K.,  Dey,  P.,  Tedmanson,  D.,  &  Essers, C.  (2014).  Emancipation  and/or  oppression? Conceptualizing   dimensions   of   criticality   in entrepreneurship studies. International Journal of   Entrepreneurial   Behaviour   &   Research, 20(2), 98.

 

Verloo, M. (2018). Varieties of opposition to gender equality in Europe. London: Routledge.

Wajcman,  J.  (2004).  Technofeminism.  Cambridge: Polity.

Wajcman, J. (2010). Feminist theories of technology. Cambridge Journal of Economics, 34, 143–152.

Wajcman,  J.  (2015).  Pressed  for  time:  The  accel- eration  of  life  in  digital  capitalism.  Chicago: University of Chicago Press.

Wajcman, J. (2017). Automation: Is it really differ- ent this time? British Journal of Sociology, 68, 119–127.

Walby, S. (2011). The future of feminism. Cambridge: Polity.

Warren, K. (2000). Ecofeminist philosophy: A west- ern perspective on what it is and why it matter.: New York: Rowman & Littlefield.

Weatherall,  R.  (2020).  Even  when  those  struggles are not our own: Storytelling and solidarity in a  feminist  social  justice  organization.  Gender, Work & Organization, 27, 471–486.

Wellner, G., & Rothman, T. (2020). Feminist AI: Can  we  expect  our  AI  systems  to  become feminist?   Philosophy   &   Technology,   33, 191–205.

Woods,  D.,  Benschop,  Y.,  &  Van  den  Brink,  M. (2021). Intersectional equality: A definition and goal for equality in organizations.

Woods,  H.  S.  (2018).  Asking  more  of  Siri  and Alexa: Feminine persona in service of surveil- lance   capitalism.   Critical   Studies   in   Media Communication, 35, 334–349.

Wright,  C.,  &  Nyberg,  D.  (2017).  An  inconven- ient truth: How organizations translate climate change  into  business  as  usual.  Academy  of Management Journal, 60, 1633–1661.

Zoloth, L. (2017). At the last well on Earth: Climate change is a feminist issue. Journal of Feminist Studies in Religion, 33, 139–151. 

ავტორის ბიოგრაფია

ივონ ბენშოპი არის ორგანიზაციული ქცევის პროფესორი მენეჯმენტის კვლევის ინსტიტუტში, რადბაუნდის უნივერსიტეტში, ნიდერლანდებში. ის არის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ამასთან, პოლიტიკასა და მენეჯმენტში გენდერისა და ძალაუფლების ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის დირექტორი. შთაგონებულია რა ფემინისტური ორგანიზაციული თეორიებით და მენეჯმენტის კვლევებისადმი კრიტიკული მიდგომით, მისი კვლევა ფოკუსირდება ორგანიზაციების სოციალურ პასუხისმგებლობაზე გენდერული თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისათვის. 


თარგმნა ნინო მიქაშავიძემ